15.04.2018 - დღეს, 15 აპრილს, „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე, ბორჯომის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წვრებს და დელეგატებს აირჩევენ.
14.04.2018 - „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა – 2018“–ის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, მძლეოსნობაში პირველი ადგილი ბორჯომის მესამე და ასპინძის, სოფელ ტოლოშის სკოლების გუნდებმა დაიკავეს.
14.04.2018 - ასპინძაში, ვარძიის ქუჩაზე, ტრაილერი ერთ–ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
14.04.2018 - 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
14.04.2018 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში საქართველოში წვიმა, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდენლი.
13.04.2018 - რეგიონის ინფრასტრუქტურა, სამხარეო ადმინისტრაციის კადრები, ხე–ტყის უკანონო ჩეხვა, უპატრონო ძაღლები და ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენები - როგორ აფასებს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ახალი გუბერნატორი.
13.04.2018 - ადიგენში, დერცელისა და კიკიბოს გზის დამეწყრილ მონაკვეთზე, ადგილობრივებმა გეოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, გზა მოასწორეს და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილდებიან.
13.04.2018 - აბასთუმანში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის, საბაგიროს, ტელესკოპის დარბაზის, გზისა და 18 ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება. ასევე, კურორტზე 140–ნომრიანი სასტუმრო აშენდება;
13.04.2018 - „რვა–ცხრა წლის ვიყავი, როდესაც მუსიკისადმი სერიოზული ინტერესი გამიჩნდა. თუმცა მაშინ ელექტრონულ მუსიკაზე კი არა, ელექტროენერგიაზე ვოცნებობდით, მაქსიმუმ დოლის ხმა გაგეგო ქუჩაში“, – რას გვიყვება ტექნო არტისტი, რომელიც ახალციხეში ელექტრონულ მუსიკას ქმნის.
13.04.2018 - დღის მთავარი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
13.04.2018 - სიახლე ხარაგაული ლაშეს მონაკვეთზე. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.
13.04.2018 - ბორჯომში, სოფელ ყვიბისში სასმელი წყლის მილი, რომელიც მეწყერის დროს დაზიანდა, აღადგინეს, თუმცა, სასმელი წყალის ავზში პერიოდულად მდინარე ყვიბისურას მაინც უშვებენ.
13.04.2018 - დღის სიახლეები მოისმინეთ სომხურ ენაზე – Եթերում Հարավային Դարպասն է հայերեն լուրերի թողարկումն է,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
13.04.2018 - „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრს გედევან ფოფხაძეს, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციაში გაწევრიანება პარტიის ლიდერმა ადა მარშანიამ შესთავაზა.
13.04.2018 - კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებულმა ახალციხელმა ახალგაზრდებმა ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმი Space Expo დაათვალიერეს.
13.04.2018 - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა დაითვალა. თვითმმართველობა ადგილობრივებს 2 000 ლარის ღირებულების თუნუქის მასალით დაეხმარება.
13.04.2018 - დღის სიახლეები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. 12:00 საათზე ახალ ამბებს თაკო ფეიქრიშვილი წარმოგიდგენთ.
13.04.2018 - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, მოხეს სადავო შენობის საქმეზე, ადგილობრივი მუსლიმების სახელით საჩივარი შეიტანა.
13.04.2018 - აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე 18 ავარიულ სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
13.04.2018 - გაინტერესებთ კანის 71–ე კინოფესტივალის დეტალები – უსმინეთ მარიამ ბარძიმაძეს, დაიწყეთ დილა კარგი ამბებით და პოზიტიური კომპოზიციებით.