12.11.2018 - მსჯავრდებულის შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. სააკაშვილის, მერაბიშვილის და ახალაიას შეწყალება კი 'გაერთიანებული ოპოზიციის' პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ერთ–ერთი დაპირებაა.
12.11.2018 - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან ერთად ადიგენში, მოხეში მუსლიმ და მართლმადიდებელ სასულიერო პირებს შეხვდა.
10.11.2018 - რუსთაველის გამზირზე, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
09.11.2018 - აბასთუმანში, არჩევნების პირველ ტურამდე, რამდენიმე დღით ადრე, 380–მდე ოჯახმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან ბიძინა ივანიშვილისგან გაზის გამათბობლები მიიღო. იურისტები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობენ.
09.11.2018 - არჩევნების პირველი ტურიდან მეხუთე დღეს, პრემიერი სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარების ხუთჯერ გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები ამ ინიციატივას მიესალმებიან, NGO-ები კი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ.
09.11.2018 - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ.
08.11.2018 - რას ცვლიან სამცხე–ჯავახეთში პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიაში და რა გეგმები აქვთ მათ მეორე ტურში გამარჯვებისთვის.
08.11.2018 - მას შემდეგ რაც, შსს–მ ახალქლაქში, სოფელ ჩანდურაში დაშავებულზე განაცხადა, რომ მას დაზიანებები დაპირისპირების შედეგად არ მიუღია, გაერთიანებულ ოპოზიციაში მომხდარზე კომენტარს აღარ აკეთებენ და ამბობენ, რომ მოგვიანებით თავიანთ პოზიციას განცხადებით გაავრცელებენ.
07.11.2018 - ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი სოფელ ჩანდურაში მომხდარ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმულ შოუს უწოდებს.
07.11.2018 - ახალქალაქში დაშავებული რემიკ პოღოსიანის მოსანახულებლად ენმ–ს ერთ–ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გაემგზავრა. მას თან ახლავს იურისტებიც. ამ წუთბში კი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში დაზარალებულს სამართალდამცველები კითხავენ.
07.11.2018 - ახალციხეში, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 11 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო შეცდომა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მაშინდელი ხელისუფლების რეიტინგზე.
06.11.2018 - ახალციხელი მეეზოვე მანანა იგითხანიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა მელიქიძესთან მის უბანში წინასაარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე კამათი მოუვიდა. ამის გამო კი არჩევნების შემდეგ მისი სამსახურიდან გათავისუფლება სცადეს.
06.11.2018 - დღეს, ექვს ნოემბერს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მერებსა და რეგიონებში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს თბილისის შტაბის ხელმძღვანელი კახი კალაძე შეხვდა.
05.11.2018 - პარლამენტში შევიდა მთავრობის ადმინისტრაციის მიმართვა, რომელიც „კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის და მისი თანმდევი საკანონმდებლო ინიციატივების პარლამენტიდან გაწვევას ეხება.
05.11.2018 - ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდა“ ენზელ მკოიანი ამბობს, რომ 30 ოქტომბერს, ენმ–ს ოფისთან მომხდარი ფაქტი, მის ავტორიტეტზე ცუდ გავლენას ახდენს.
05.11.2018 - "სამართლიანი არჩევნები", სამოქალაქო ომის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით, "ოცნების" დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებასა და ასევე, ახალქალაქში 30 ოქტომბერს, ენმ–ს შტაბის წევრებზე თავდასხმის ფაქტს განცხადებით ეხმაურება.
05.11.2018 - "ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ მას ესმის ხალხის გულისტკივილისა და იმედგაცრუების.
03.11.2018 - ახალციხეში, სალომე ზურაბიშვილის ბანერი ბილბორდიდან ჯერ მოხსნეს, გვიან ღამით კი ტექნიკურ ჯგუფს უკან დააბრუნებინეს. ეს მას შემდეგ, რაც ბანერთან დაკავშრებით პოლიციაში შეტყობინება შევიდა.
02.11.2018 - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ“, "სამართლიანმა არჩევნებმა“ და „მრავალეროვანმა საქრთველომ“ კენჭისყრის დღეს სამცხე–ჯავახეთში 19 საჩივარი დაწერეს.
02.11.2018 - ახალქალაქში ენმ "ოცნებას" თავდასხმაში ადანაშაულებს. "ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დაპირისპირება ენმ–ს წევრების მიერ, სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა. ვის დააკლებს ხმებს მეორე ტურში ახალქალაქში განვითარებული მოვლენები, ზურაბიშვილს თუ ვაშაძეს. ნახეთ "სამხრეთის კარიბჭეს" გამოკითხვა.