23.09.2019 - პირველი ოქტომბრიდან, “ახალციხის ციხეზე” სამუშაო საათები იცვლება. ციხის ზედა ნაწილში შესვლა 09:00-დან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
23.09.2019 - საქართველოს მხატვართა კავშირის ხელმძღვანელის, გურამ ცერცვაძის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთში მხატვართა კავშირი შეიქმნება. ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება მიმდინარეობს. მხატვართა კავშირის წევრობა შეუძლია ყველას, ვინც ხატავს.
23.09.2019 - საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ). რომელიც რეისიებს ორივე მიმართულებით ასრულებდა.
23.09.2019 - ასპინძაში, სოფლების - ვარძიისა და ოთის აბმულატორიების მშენებლობისათვის ტენდერი უკვე მესამედ გამოცხადდა. ამ ეტაპზე, კომპანიების შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.
23.09.2019 - 23 სექტემბერს, მესხეთის თეატრის სცენაზე დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრი ითამაშებს. ფესტივალის მე-11 დღეს დასი სულხან–საბა ორბელიანის მიხედვით, სპექტაკლს „სიბრძნე–სიცრუისა“ წარადგენს.
23.09.2019 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთში უნალექო და თბილი ამინდი იქნება.
23.09.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საძელში ამბულატორიის მშენებლობაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
23.09.2019 - 21 წლის ხატია პარუნაშვილმა, რომელსაც მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, თურქეთის საავადმყოფოში მკურნალობის კურსი დაიწყო, თუმცა ის თანხა, რაც სრული ქიმიოთერაპიებისათვის სჭირდება, არ აქვს.
23.09.2019 - ასპინძაში, სახალხო დღესასწაულის „შოთაობა 2019“-ის ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა. ღონისძიების გამართვამდე კი, ოთხი დღე რჩება.
23.09.2019 - დღეს, 23 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში მოუსმენენ. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც თითოეულ კანდიდატთან შეხვედრას გამართავს.
23.09.2019 - სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 206 სკოლიდან პირველკლასელი მოსწავლეები ცხრა საჯარო და ერთ კერძო სკოლას არ ჰყავს. ასეთი სკოლების უმრავლესობა ჯავახეთში მდებარეობს.
23.09.2019 - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
23.09.2019 - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას ეხმაურება. საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს.
22.09.2019 - სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება. დღეს პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდება. საყოველთაო ნათლობა უკვე 60-ედ იმართება.
22.09.2019 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ქარი დღეს საღამოს ჩადგება, უახლოესი დღეების განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
22.09.2019 - 22 სექტემბერს 'მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე' აღინიშნება, ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება კამპანიას, რომლის მიზანიც საწვავზე მომუშავე ტრანსპორტის გარეშე გადაადგილებაა.
22.09.2019 - ახალციხეს სამი ფერეიდნელი ქართველი შაჰრან ონიკაძე, ომიდ(ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ დავითაშვილი ესტუმრა. ისინი, 31 დღის განმავლობაში საქართველოსკენ ფეხით მოდიოდნენ. სამივე მათგანი, იქაურ მარტყოფში ცხოვრობს.
22.09.2019 - ბორჯომში, სოფელ რველში კოშკის უბანში გზის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. აქ ჯამში 1კმ სიგრძის რკინა-ბეტონის გზა დაიგება.
21.09.2019 - 21 წლის ხატია პარუნაშვილს, ორი კვირის წინ მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა. გოგონას სასწრაფო ქიმიოთერაპია უნდა ჩაუტარდეს და ამისთვის 72 000 დოლარი სჭირდება, თუმცა ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.
21.09.2019 - დღეს, 21 სექტემბერს ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, რეგიონში არამდგრადი ამინდები კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.