30.03.2018 - კლინიკა „იმედში“ გარდაცვლილი ახლნამშობიარები ქალის ექსპერტიზა დასრულდა. გარდაცვლილი ოჯახმა, სოფელ წყრუთში, საკუთარ სახლში გადაასვენა.
30.03.2018 - უვიზო მიმოსვლის წესებსა და სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ასამოქმედებელ მექანიზმებზე იმსჯელეს დღეს ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრებზე.
30.03.2018 - კლინიკა „იმედში“ გარდაცვლილი, ახალნამშობიარები 23 წლის ქალი, საავადმყოფოდან დღეს უნდა გაეწერათ. სამშობიარო განყოფილების მორიგე ექიმი ამბობს, რომ ღამით პაციენტს რაიმე გართულებები არ ჰქონია.
30.03.2018 - ადიგენში, სადაც მეწყერის გამო ორი სოფლის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა, ჯერ ტექნიკა ვერ შეჰყავთ. მერია გეოლოგების დასკვნას ელოდება.
30.03.2018 - ადიგენის ორი სოფელი, დაახლოებით 60 ოჯახი, გარესამყაროს მოწყდა. სოფლების: დერცელისა და კიკიბოსთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
30.03.2018 - ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალის ახლობლებს ხვდება. მერი ოჯახის წევრებს სთავაზობს, რომ თუ საქმეში ჩართულ ექსპერტებს არ ენდობიან, მოიწვიონ სხვა, ნებისმიერი სპეციალისტი, ის, ვინც მათ სურთ.
30.03.2018 - ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, მშობიარობიდან ორი დღის შემდეგ, 23 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში საავადმყოფოს ადანაშაულებს.
30.03.2018 - 30 მარტს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ახალციხის მერიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, უვიზო მიმოსვლის საკითხების შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
29.03.2018 - სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული, მორბენალ გოგონათა გუნდი, საფრანგეთში, პარიზში, მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ემზადება.
29.03.2018 - პირველი ფემინისტი ქალები, ძალადობა ოჯახში, ნაადრევი ქორწინება და გენდერული კვოტირება იყო დღეს, 29 მარტს, ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული დისკუსიის თემა.
29.03.2018 - 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტს საკუთარი კალმის გამოყენება შეეძლება, არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება, ასევე, ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი მცირედ განსხვავებული იქნება.
29.03.2018 - ახალციხეში, სოფელ აწყურში, კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება. ტენდერი 105 439 ლარზეა გამოცხადებული.
29.03.2018 - ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 მარტს იწურება.
29.03.2018 - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამლითი სამუშაობის აგრო ვადები მონიტორინგის შედეგებზეა დამოკიდებული და სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან ან მაისის თვიდან დაიწყება.
29.03.2018 - ბზის მოჭრის, ამოძირკვის ან ტოტების დაზიანების შემთხვევაში, პირი 200-დან 500 ლარამდე თანხით დაჯარიმდება. ხოლო, გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს თუ გადააჭარბებს, მაშინ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
28.03.2018 - ხეხილის ბაღები, სადაც ვალეში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გზა გაჭრა, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერა.
28.03.2018 - ელენე სებასტოვი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში თურქულ ენის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია. მან, გასულ წელს, ანკარაში, საზაფხულო სკოლაში, ერთთვიანი კურსი გაიარა. დიანა ვედიაკოვი კი ახლა ემზადება გაცვილით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
28.03.2018 - Tbilisi Open Air/Altervision ჯგუფმა წლევანდელი ფესტივალის პრეზენტაცია გამართა. უკვე ცნობილია ვინ ჩამოვლენ Tbilis Open Air 2018-ზე.
28.03.2018 - ბორჯომის საკრებულოს ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს არ დაესწრნენ, ამბობენ, რომ ზაზა ჩაჩანიძის გადაყენების საფუძველი ხელფასების გამო შექმნილი კრიზისი არ გამხდარა.
27.03.2018 - მოხეში მცხოვრები მუსლიმი ქსენია ვანაძე, რელიგიური ლიტერატურის საცავის მოწყობის მიზნით, სადავო შენობის მუსლიმებისთვის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ იგი „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გამოგზავნილ წერილში წერს.