27.08.2013 - ადიგენში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ.
27.08.2013 - მინარეთის დემონტაჟის ფაქტს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე გამოეხმაურა. იგი ამ წუთებში სამხარეო სამმართველოს შენობასთან იმყოფება
27.08.2013 - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან. შენობასთან შეკრებილი არიან დაკავებული გამგებლის ოჯახის წევრები და ახლობლებიც.
27.08.2013 - რამდენიმე წუთის წინ სამმართველოს შენობაში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე შევიდა. სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც
27.08.2013 - 'საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო' სოფელ ჭელაში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გარდა იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება, ამ ქმედებებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმების უფლებები.
27.08.2013 - ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვა დაიწყო
27.08.2013 - რამდენიმე წუთის წინ სამმართველოს შენობიდან ტარიელ ნაკაიძე და მალხაზ სონღულაშვილი გამოვიდნენ. მათი განცხადებით, დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ
27.08.2013 - 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია იგეგმება.
27.08.2013 - სამმართველოსთან მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან
27.08.2013 - სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მუსლიმებს მართლმადიდებელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ქართველ მუსლიმებს სრულ სოლიდარობას უცხადებენ.
27.08.2013 - სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მუსლიმებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი შეუერთდნენ
27.08.2013 - გუშინ ღამით ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის მცხოვრები 70 წლის იოსებ ვანაძე გარდაიცვალა.
27.08.2013 - სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან ადიგენის სოფლებიდან ჩამოსულ მუსლიმებს გზა აქვთ გადაკატილი
27.08.2013 - სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუქის გვერდზე კახა ბენდუქიძე გამოეხმაურა.
27.08.2013 - დაკავებულების ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, დაკავებული 3 პირის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
27.08.2013 - ჭელას მცხოვრები ფრიდონ აბაშიძე ამბობს, რომ სამმართველოდან მიღებული ინფორმაციით დაკავებულებს იმ პირობით გაათავისუფლებენ, თუ შეკრებილებს წალკიდან და ხულოდან არ შეუერთდებიან და ვითარება არ დაიძაბება.
26.08.2013 - ამ წუთებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ ადიგენის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს, მუსლიმი ქალებიც შეუერთდნენ.
26.08.2013 - ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სამმართველოს შენობა კიდევ სამმა დაკავებულმა დატოვა.
26.08.2013 - რა ხდებოდა სამხარეო სამმართველოსთან მას შემდეგ, რაც მოსახლეობასა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება დასრულდა
26.08.2013 - რამდენიმე წუთის წინ სამხარეო სამმართველოს შენობა დატოვა ოთარ მარკოიძემაც, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმცია, რომ ყველაზე მძიმედ იყო ნაცემი.