08.11.2013 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
08.11.2013 - სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილია გვერდი სახელწოდებით "აჭარის ისლამური სახელმწიფო", რომლის ქუდზე წერია "ბათუმი ისლამისაა" და ასევე, გვერდზე ერთ-ერთ ფოტოზე საქართველოს რუკაა, რომელზეც აჭარა მონიშნულია, როგორც აჭარის მუსულმანური სახელმწიფო.
08.11.2013 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ხათუნა ხმალაძე შეირჩა.

07.11.2013 - რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და სიძულვილის გამოხატვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ეხმაურება.
07.11.2013 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მეორე ეტაპის ხუთი თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
06.11.2013 - სასწავლო წლის დაწყებიდან თითქმის სამი თვე გავიდა, არაქართულენოვან სკოლებს კი მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ჯერ ისევ არ მიუღიათ.
06.11.2013 - ახალციხის საჯარო სკოლებს შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც ახალციხის საჯარო სკოლების მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
06.11.2013 - ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის
დაზიანებული ცხაურები ამ დრომდე არ შეცვლილა, რაც არაერთი ავტომობილის დაზიანების მიზეზი გახდა.
05.11.2013 - ანტიბიოტიკები, წნევის მარეგულირებელი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, მომავალი წლიდან, ექიმის რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს შეზღუდვას.
05.11.2013 - პოლიტიკური შეხედულებების გამო სკოლებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები და მათი საჩივრები განათლების სამინისტროში; რამდენ განცხადებას განიხილავს სპეციალური კომისია და რა ბედია ეწიათ განმცხადებლებს;
05.11.2013 - 2013 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+13,5%), სომხეთიდან (+34,3%), რუსეთიდან (+37%), უკრაინიდან (+58,6%) და ირანიდან (+26,7%) განხორციელდა.
05.11.2013 - ადიგენის მუნიციპალიტეტში, კიკიბოს მთაში, დაახლოებით 2 ჰექტარი ფართობი, საძოვარი და ტყის ნაწილი დაიწვა.
02.11.2013 - ახალციხეში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ადგილობრივს შორის შელაპარაკებამ სასტუმრო „ლომსიაზე“ ქართულენოვანი წარწერის გაკეთება დააჩქარა.
01.11.2013 - რატომ შეფერხდა დღეს, 1 ნოემბერს, დილით, ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ გუშინ დაგეგმილი ოპერაციები; რაში ადანაშაულებენ ექიმები „ჩემი ოჯახის კლინიკას“ და რაში ხედავენ ექსპერტები გამოსავალს.
31.10.2013 - 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარებაც შეეძელბათ, უცხოური ენის გამოცდას კი მოსმენის ნაწილი დაემატება.
31.10.2013 - დღეს, 31 ოქტომბერს, ახალციხის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა უფროსკლასელების მონაწილოებით რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე ველურად ამოსული კანაფის ჯიშის მცენარეები გაანადგურეს.
30.10.2013 - ახალციხის რაიონული პროკურატურა, ხვალ, 31 ოქტომებრს, ახალგაზრდების მონაწილოებით ანტინარკოტიკილ კამპანიას გამართავს.
30.10.2013 - ხვალ, 31 ოქტომბერს, ახალციხის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ოცნებიდან რეალობამდე“ ინიციატივით, სკოლაში პროექტის “მე და წიგნი ვმეგობრობთ" დასკვნითი ღონისძიება მოეწყობა.
30.10.2013 - სტუდენტებს, რომლებმაც ერთწლიანი სამხედრო სამსახური იმ პირობით გაიარეს, რომ სამსახურის მოხდის შემდეგ სწავლის გადასახადს სახელმწიფო დაუფინანსებდა, სტატუსი აღარ შეუჩერდებათ. მთავრობამ ამ სტუდენტებისთვის 160,000 ლარი გამოყო.
30.10.2013 - ჭელაში მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტაცია გროვდება. რას დაჰპირდა მთავრობა მუსლიმებს და ქრისტიანებს.