FM97.5 / LIVE
მთავარი » საზოგადოება
ბორჯომისა და ახალციხის ბაღებს ლეგოს სათამაშოებს გადასცემენ

ბორჯომისა და ახალციხის ბაღებს ლეგოს სათამაშოებს გადასცემენ

10.10.2015 -
დღეს, 10 ოქტომბერს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Campus Lions Club Tbilisi (“კამპუს ლაიონს კლუბი თბილისი“) ბორჯომის სამ და ახალციხის ასევე სამ ბაღს, ევროპული ხარისხის ლეგოს სათამაშოებს გადასცემს.
პოლონეთის ფონდი კონკურსის გამარჯვებულ რეგიონული მედიასაშაუალებებს გამოავლენს

პოლონეთის ფონდი კონკურსის გამარჯვებულ რეგიონული მედიასაშაუალებებს გამოავლენს

10.10.2015 -
დღეს, 10 ოქტომბერს, პოლონური ფონდი „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“, საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია „კავკასიიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, საქართველოს რეგიონული მედიის გამომცემლებსა და ჟურნალისტებს დააჯილდოებს.
ახალციხის მერიის თანამშრომელმა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა [Video]

ახალციხის მერიის თანამშრომელმა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა [Video]

09.10.2015 -
ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა ალექსანდრე ჭაღიაშვილმა, „სამხრეთის კარიბჭესა“ და ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „სამხრეთის კარიბჭე“ სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს დაინტერესდნენ მომხდარით.
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა

სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა

09.10.2015 -
დღეს, 9 ოქტომბერს, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ფარგლებში, ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან

ნინოწმინდას ქართველი მწერლები ესტუმრებიან

09.10.2015 -
10-11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ქართველი მწერლები - ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, დავით ტურაშვილი და პაატა შამუგია ნინოწმინდას ეწვევიან და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ.
ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა

ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა

07.10.2015 -
ახალციხის მერიისგან დანიშნული სტიპენდია, თვეში 100 ლარის ოდენობით, რის გამოც უნივერსიტეტის სტიპენდია მოეხსნათ, სტუდენტებმა მხოლოდ 2 თვე აიღეს. მერიაში ამბობენ, რომ სემესტრი 2 თვეში დასრულდა და თანხების ჩარიცხვას აღარ აპირებენ, სტუდენტები კი დაკარგულ გასამრჯელოზე ჩივიან.
ასპინძის მშვილდოსნობის კლუბის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

ასპინძის მშვილდოსნობის კლუბის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

07.10.2015 -
ასპინძის მშვილდოსნობის კლუბის დირექტორმა ლიზა შემაზაშვილმა, ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. როგორც იგი ამბობს, გადაწყვეტილება კლუბისთვის ფინანსების არქონის გამო მიიღო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში სვირის გუნდს ერგო

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში სვირის გუნდს ერგო

07.10.2015 -
მინი ფეხბურთში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი ადგილი სვირის გუნდს ერგო, მეორე და მესამე ადგილები კი აწყურისა და ვალის გუნდებმა გაინაწილეს.
ახალციხის ‘სათნოების სახლს’ ახალი დირექტორი ჰყავს

ახალციხის ‘სათნოების სახლს’ ახალი დირექტორი ჰყავს

06.10.2015 -
ააიპ „სათნოების სახლის“ დირექტორად ვერა ბარძიმაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი, ამავე ორგანიზაციაში, ბუღალტრად მუშაობდა;
ახალციხის ბიბლიოთეკაში მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა [Photo]

ახალციხის ბიბლიოთეკაში მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა [Photo]

06.10.2015 -
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ნახატები ბიბლიოთეკის ფოიეში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.
მესხეთის თეატრი  საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

მესხეთის თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

06.10.2015 -
მესხეთის სახელმწიფო პროფესიული თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს.
'მასწავლებელი და საზოგადოება'– საჯარო ლექცია ახალციხეში

'მასწავლებელი და საზოგადოება'– საჯარო ლექცია ახალციხეში

06.10.2015 -
დღეს, 6 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე –„მასწავლებელი და საზოგადოება“. შეხვედრას დაწყებითი განათლების სტუდენტები, პროფესორ– მასწავლებლები და პედაგოგები დაესწრნენ.
ახალციხის მერიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე აღუნიშნა [Photo]

ახალციხის მერიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე აღუნიშნა [Photo]

05.10.2015 -
დღეს, 5 ოქტომბერს, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურმა მასწავლებლებს პროფესიული დღე, საზეიმო ვითარებაში მიულოცა. კულტურის სამსახურმა პედაგოგებს ვარდები და სუნამოები გადასცა, რაშიც 2000 ლარამდე თანხა დაიხარჯა.
ახალციხის მერია მასწავლებლებს საერთაშორისო დღეს მიულოცავს

ახალციხის მერია მასწავლებლებს საერთაშორისო დღეს მიულოცავს

05.10.2015 -
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ახალციხის მერია ქალაქის პედაგოგებს პროფესიულ დღეს ღონისძიებით მიულოცავს.
ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს

ახალციხის გენდერის მედიაცენტრი თვითმმართველობებთან თანამშრომლობას გეგმავს

05.10.2015 -
5 ოქტომბერს, ახალციხის გენდერის მედიაცენტრში, გაიმართა გენდერული საუბრები, რომელსაც ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის თვითმმართველობებში მომუშავე გენდერის სპეციალისტები დაესწრნენ.
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ

04.10.2015 -
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ, 5 ოქტომბერს შეაკეთებენ.
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება

04.10.2015 -
ხვალ, 5 ოქტომბერს, ახალციხის გენდერის მედიაცენტრში, სტუდენტები, ჟურნალისტები და თვითმმართველობებში გენდერის საკითხების სპეციალისტები გენდერის საკითხებზე დისკუსიას გამართავენ.
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული

04.10.2015 -
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე უკვე მეორე დღეა წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც წყალი ამოდის და ქუჩაზე მიედინება. ადგილობრივების თქმით, ზიანდება ასფალტიც.
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

04.10.2015 -
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკოლოგიისა და ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის, ერთობლივ პროექტებს განახორცილებენ. პროექტების ღირებულება ჯამში 1 350 000 ევროა.
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

03.10.2015 -
საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს, ამ თანამდებობაზე დავით მაღრაძე გიორგი ნასყიდაშვილმა შეცვალა.