30.06.2014 - ახალციხის ქვედა ციხეში, შარლ აზნავურის ვარსკვლავის გვერდით, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლს „მესხეთს“ ვარსკვლავი გაუხსნეს.
30.06.2014 - 'ახალციხელობის' ფარგლებში, ახალციხის ციხეზე საზეიმო კონცერტი დაიწყო. „კონცერტი ტრადიციულად ანსამბლ „მესხეთის“ „შავლეგოთი“ გაიხსნა.
30.06.2014 - ახალციხის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდის პირველ და მეორე სესიაზე დარეგისტრირებული 500 აბიტურიენტიდან 25 არ გამოცხადდა.
30.06.2014 - "ახალციხელობის" ფარგლებში, ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა დაიწყო.
30.06.2014 - დღეს, 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა–ლოცვა აღევლინა.
30.06.2014 - 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, ახალციხეში „ახალციხელობას“ ზეიმობენ.
30.06.2014 - 30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღეს, "ახალციხელობის" დღესასწაულზე, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის "მესხეთის" ვარსკვლავი გაიხსნება.
28.06.2014 - 2014 წლის 30 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, წმინდანისა და ეროვნული გმირის შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, "ახალციხელობა" გაიმართება.
28.06.2014 - ახალციხეში სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
27.06.2014 - „ახალციხის ციხის“ ქვედა ტერიტორიაზე, სიყვარულის ხეივანში, 21:00 საათის შემდეგ შესვლა აიკრძალა. მიზეზად ციხის უფროსი უსაფრთხოებასა და ამორალურ საქციელში შემჩნეულ ახალგაზრდებს ასახელებს.
26.06.2014 - 26 ივნისს, ნარკომანიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში ნარკოტიკებით გამოწვეულ მავნზე ზეგავლენაზე იმსჯელეს და აჩვენეს კლიპი, რა გავლენას ახდენს ნარკოტიკზე დამოკიდებულება ადამიანის ცხოვრებაზე.
26.06.2014 - ახალციხის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 441 აბიტურიენტიდან, პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 5 არ გამოცხადდა.
26.06.2014 - ახალციხეში მცხოვრებთა უმეტესობა წყალმომარაგებას უჩივის, ნაწილი კი ამბობს, რომ ელექტროენერგიის ხშირი ცვალებადობით ტექნიკა დაუზიანდათ.
26.06.2014 - დღეს, 26 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ სამცხე-ჯავახეთში ძეგლთა სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
26.06.2014 - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, დღეს, 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდაზე 3 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
25.06.2014 - 2014–2015 სასწავლო წლისთვის სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს; 300 ადგილია პროფესიულ პროგრამებზე და 70 მაგისტრატურაში.
25.06.2014 - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
24.06.2014 - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს მოსანახად ფართომასშტაბიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიება ჩაატარა.
24.06.2014 - 23 ივნისიდან საჯარო სკოლებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება დაიწყო. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 4 ივლისია.
23.06.2014 - დღეს, 23 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ქალთა გაძლიერება თანასწორი მონაწილეობისათვის“ პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.