სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE
მთავარი » SK TV

ბორჯომში გამგებლობის ერთი პრეტენდენტი დარჩა [Video]

16.03.2013 -
ბორჯომის გამგებლობის ექვსი კანდიდატიდან საკონკურსო კომისიამ დღეს, 15 მარტს, ერთი მათგანი შეარჩია. დიმიტრი ბერიძის კანდიდატურას 22 მარტს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს

არჩევნებიდან 5 თვეში ახალციხეს მეორე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს [Video]

11.03.2013 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად ბესიკ ბლიაძე აირჩიეს.

8 მარტი ახალციხეში [Video]

08.03.2013 -
როგორ აღნიშნეს 8 მარტი ახალციხეში
”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”

”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”

01.03.2013 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში ჩივიან, რომ სოფელს ახალგაზრდები ტოვებენ. ამის მიზეზად მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და უმუშევრობას ასახელებენ. სოფელი ქალაქთან დამაკავშირებელი გზის შეკეთებასაც ითხოვს.

5 მილიონად გაყიდული, ნახევრადდანგრეული შენობა აწყურში [Video]

28.02.2013 -
სოფელ აწყურში, 2 ჰა ტერიტორიაზე მდებარე, მეცხოველეობის დანგრეული კომპლექსი, რომელიც 4 950 000 ლარად გასხვისდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ შენობასთან არასოდეს არავინ უნახავთ.


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

ხითარიშვილი: 'დილეტანტიც კი მიხვდება, რომ აქ რაღაც არ იყო სუფთად' [Video]

28.02.2013 -
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი აცხადებს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონების გასხვისების საკითხებმა კითხვები მაშინ გაუჩინა, როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს გადახედა: 'აღმოჩნდა ობიექტების სია, რომლებსაც არარეალური ფასები ჰქონდა.. ასტრონომიული ფასები ჰქონდა ნახევრადდანგრეულ შენობებს. დილეტანტიც კი მიხვდება, რომ აქ რაღაც არ იყო სუფთად'.

რატომ დაიკეტა მაღაზიები ახალციხის ციხეში [Video]

27.02.2013 -
ახალციხის ციხეში დაკეტილი ობიექტები, ცენტრალური მედიის განხილვის თემად იქცა. სარგებლობდნენ თუ არა მოქალაქეები ახალციხის ციხეში არსებული ობიექტებით, რითი ხსნის მაღაზიების დაკეტვას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და რას პასუხობს მას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

ახალციხელები მეჩეთის მშენებლობაზე [Video]

25.02.2013 -
რას ფიქრობენ ახალციხელები ბათუმში მეჩეთის მშენებლობის შესახებ

რომელ აფთიაქებს მიმართავენ ახალციხეში [Video]

20.02.2013 -
ავერსი', 'ჯი-პი-სი', 'პე-ეს-პე', 'ფარმადეპო' - რომელ აფთიაქს და რატომ ირჩევენ მოქალაქეები და რა მოსწონთ და რა არა ამ აფთიაქების მომსახურებაში

ვის ამონტაჟებინებენ გაზის გამათბობლებს აბონენტები [Video]

19.02.2013 -
ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გუშინ,18 თებერვალს, გვიან ღამით, ახალციხეში ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. ორი კი მოიწამლა.

’მასწავლებელი უნდა მეგობრობდეს მოსწავლესთან’ [Video]

16.02.2013 -
'ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კარგი უნდა იყოს და ამავე დროს აუცილებლად უნდა არსებობდეს ზღვარი უფროსსა და უმცროსს შორის'.

ქალი საჭესთან - მოწესრიგებული თუ წესების დამრღვევი [Video]

16.02.2013 -
ახალციხის ქუჩებში ქალ მძღოლებს ხშირად შეხვდებით. უნდა იჯდეს თუ არა ქალი საჭესთან და იცავენ თუ არა ისინი მოძრაობის წესებს - ”სამხრეთის კარიბჭემ” ქალაქის ქუჩებში მოსახლეობა გამოკითხა.
ვალეს კულტურის სახლის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს

ვალეს კულტურის სახლის ყოფილი ხელმძღვანელი სამსახურში დაბრუნებას ითხოვს

16.02.2013 -
გოჩა დემეტრაძე წლების განმავლობაში ქალაქ ვალის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმღძვანელად მუშაობდა. რატომ გაათავისუფლეს დემეტრაძე სამსახურიდან და რას ითხოვს იგი ახალი ხელისუფლებისგან.

’ძალადობა არსად არ უნდა ხდებოდეს’ [Video]

15.02.2013 -
როგორ აფასებენ ახალციხეში მცხოვრებლები 13 თებერვალს, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს.

ვალენტინობა ახალციხეში [Video]

14.02.2013 -
ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა ვალენტინობა შეყვარებულთან, მეორე ნაწილმა კი მეგობრებთან ერთად აღნიშნა. დღეს ქალაქში არაერთი შეყვარებული წყვილი სეირნობდა, მთელი დღის განმავლობაში იყიდებოდა ყვავილები ქალაქის ქუჩებშიც.

გლეხები დახმარების მოლოდინში [Video]

13.02.2013 -
ახალციხის მუნიციპალიტეტში გლეხების უმეტესობას მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი აქვთ. ”სამეურნეო ბარათების” შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ მათი ბედით დაინტერესება უკვე სტიმულია მათთვის

11 თებერვალს საქართველოში 112-ის დღე აღინიშნება

11.02.2013 -
საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი 112 ერთი წელია ფუნქციონირებს. ახალციხეში მცხოვრები შემხვედრი მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ სერვისით ხშირად სარგებლობენ.

ახალი მთავრობის 100 დღე [Video]

08.02.2013 -
რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების მუშაობიდან 100 დღის შემდეგ - ამ კითხვაზე ახალციხეში კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ.

’წნევის წამლები ხალხს ჯიბით დააქვს’ [Video]

07.02.2013 -
მიმდინარე წელი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არტერიული ჰიპერტენზიის, ანუ მაღალ არტერიულ წნევასთან ბრძოლის წლად გამოაცხადა.

ადგილობრივები რუსული ბაზრის გახსნის შესახებ [Video]

06.02.2013 -
პრემიერ მინისტრის განცხადებას რუსული ბაზრის გახსნის შესახებ, ადგილობრივების ნაწილი ოპტიმიზმით ხვდება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამით არფერი შეიცვლება