26.07.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 2018 წლიდან მოყოლებული, პურის საცხობებსა და თონეებში 161 არაკრიტიკული და 2 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, დაჯარიმდა რამდენიმე კომპანია.
26.07.2019 - სექტემბრიდან სამცხე–ჯავახეთში პაპილომა ვირუსზე უფასო აცრები დაიწყება. რა ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდება ვაქცინა და რომელ დაავადებებს აიცილებთ აცრის შემთხვევაში.
26.07.2019 - ბორჯომის თვითმმართველობა აგვისტოში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. აქტივობები ძირითადად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
25.07.2019 - „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით სუს–ის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა. კვლევის მიხედვით, ახალციხის მერთან, ზაზა მელიქიძესთან დაკავშირებული კომპანიები, მისი გამგებლობისა და მერობის შემდეგ, ტენდერებს იგებენ.
25.07.2019 - ნინოწმინდის მერიამ ტენდერი საღამოს საჯარო სკოლის სახურავის შეკეთებაზე გამოაცხადა. შენობაში სასმელი და ტექნიკური წყლის არარსებობის გამო, სკოლა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში მოხვდა, მიუხედავად ამისა, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ წყლის პრობლემა წელს ვერ გადაიჭრება.
25.07.2019 - ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის N33 კორპუსთან, გამვლელები ტროტუარზე გზას ვეღარ აგრძელებენ. მათ წინ წყლით სავსე ორმო - სანიაღვრე არხი ხვდებათ. ადრე ამ არხზე ტროტუარი გადადიოდა, მაგრამ იგი აყარეს და ახლა ტროტუარი ღია ორმოთი მთავრდება.
![შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 25 ივლისი [აუდიო] შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 25 ივლისი [აუდიო]](/uploads/posts/2019-07/1564063913_sainformacio-mtavari-new.png)
25.07.2019 - დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში ლუბა გიორგაძე მუშაობს.
25.07.2019 - საქართველოს მასშტაბით, მომსახურების ყველა სააგენტოში, მართვის მოწმობის გამოცდაზე სარეგისტრაციო ბაზები შევსებულია. რეგისტრაციას კვირას, 28 ივლისიდან შეძლებთ, როცა ბაზა გაიხსნება.
25.07.2019 - ნინოწმინდაში, სოფელ თორიას მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათ სათიბებს თავიანთი თანასოფლელები თიბავენ. ადგილზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და თბივა შეაჩერებინეს. ადგილობრივები კი ტერიტორიის დასარეგისტრირებლად ქონების მართვის სააგენტოში გადაამისამართეს.
25.07.2019 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ქალაქის საზოგადოებრივი ტუალეტი გახსნის დღიდან არ მუშაობს, დამტვრეულია ინვენტარი. წარმომადგენლობითი ორგანო მერიას პრობლემის მოგვარებას სთხოვს.
25.07.2019 - პროექტის ფარგლებში 3.1 კმ სიგრძის და 6 მეტრი სიგანის გზა მოასფალტდება, გაკეთდება სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები. ასევე დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
25.07.2019 - ახალქალაქში, ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძრის გალავანში, საქეიფო ფანჩატური ჩადგეს. ძეგლის ნანგრევებზე მწვადისთვის მაყალია გამზადებული. ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ მშენებლობა უნებართვოდ განხორციელდა.
25.07.2019 - სამცხე–ჯავახეთში მომავალ მგზავრებს, დაბა ახალდაბის ტერიტორიაზე, საცობებების ატანა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე მოუწევთ. ხაშური–ახალციხე–ვალეს გზის მე–15 კილომეტრზე საავტომობილო გზა კეთდება.
25.07.2019 - თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.
25.07.2019 - მღვდელი პეტრე ხარისჭირაშვილი ახალციხეში დაიბადა. რუსული იმპერიის დევნამ იძულებული გახადა, ევროპაში წასულიყო. რომის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა სავანე დააარსა. წლების შემდეგ, ამ სავანეში განმანათლებელ ივანე გვარამაძის მზრუნველობით, სწავლას მიხეილ თამარაშვილი დაიწყებს.
25.07.2019 - დღეს, 25 ივლისს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. გაფიცულ მუშებს სამი თვის ანაზღაურება ჩაერიცხათ.
25.07.2019 - ბორჯომის თვითმმართველობა აგვისტოში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. აქტივობები ძირითადად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.
25.07.2019 - ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის N124-ის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია. დასუფთავებაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
24.07.2019 - ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის უფლებებს, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი“ დაიცავს. ორგანიზაციამ პრესკონფერენცია დღეს, 24 ივლისს გამართა.
24.07.2019 - დღეს, 24 ივლისს, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, სამჯერ გადადებული სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ სოფელ კორხის ეკლესიაზე უნებართვო მშენებლობის ინიციატორი სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა უნებართვო სამუშაოებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.