25.11.2019 - გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება. იგი მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება.
25.11.2019 - ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დღეს, 25 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება, ისინი მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ და ღამის განმავლობაში დარჩებიან.
24.11.2019 - დღეს, 24 ნოემბერს ახალციხეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადეს, რომ რეგიონში ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტში რეგიონში მომუშავე 15–მდე ადვოკატია გაერთიანებული.
23.11.2019 - 26 ნოემბერს, ახალციხის ციხეზე ქართული ესტრადის მომღერლები და ახალციხეში არსებული ქორეოგრაფიული ანასამბლები, ხატია პარუნაშვილის მხარდამჭერ, საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
23.11.2019 - დღეს, 23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. გიორგობასთან დაკავშირებით დილიდან საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.
22.11.2019 - გადაღებილი აბრა სოფელ ზაკვთან და ბოჟანოსთან ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. იურისტები აცხადებენ, რომ საკითხით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.
22.11.2019 - ახალციხეში, სოფელ ფარეხასთან ავარიისას დაშავებული 24 წლის ბიჭი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდება.
22.11.2019 - საქალაქო ავტობუსების დამატება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მერიაში განარტავენ, რომ ტრანსპორტის შესაძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მარშრუტის ცვლილბების შესახებ იმსჯელებენ.
21.11.2019 - მომავალი წლიდან, ახალციხის ციხე მერიიდან სუბსიდიას აღარ მიიღებს. ა(ა)იპ-ი თავს საკუთარი შემოსავლებით ირჩენს. დაფინანსების გაუქმების საკითხი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გახდა ცნობილი.
21.11.2019 - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება.
21.11.2019 - ბორჯომში, სოფელ ზანავთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აქვთ, თუმცა ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარებიან.
21.11.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 15 500 000 ლარით დაიგეგმა. 2020 წელს თვითმმართველობაში კვლავ პრიორიტეტული რჩება განათლება, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე კითხვები ძირითადად არასამთავრობო სექტორმა დასვა.
21.11.2019 - ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, ნახანძრალი ტყის აღდგენის საშემოდგომო სამუშაოები დასრულდა.
21.11.2019 - დღეიდან, 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.
21.11.2019 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დეპუტატები ადგილობრივ მოსახელობასთან ერთად მსჯელობენ. შეხვედრას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
21.11.2019 - დღეს, 21 ნოემბერს მთავარანგელოზობა აღინიშნება.
20.11.2019 - რეგიონული ლიგის ბოლო ტურის გადამწყვეტი მატჩი მესხმა ფეხბურთელებმა თბილისში, „დინამო სოხუმთან“ გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 4-2 მოიგეს. ამით კლუბი მომავალ სეზონზე რეგიონ ლიგაში თამაშის უფლებას ინარჩუნებს.
20.11.2019 - დღეს, 20 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებმა, ასევე სახალხო დამცველის აპარატმა, თანასწორობისა და ტოლერანტობის კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
20.11.2019 - ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობამ, გზის მოასფალტების მოთხოვნით ახალციხის მერიას, რამდენჯერმე მიმართა.
20.11.2019 - ხის კოტეჯები ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ აშენდა.