FM97.5 / LIVE
მთავარი » თაობა–რადიო
ავანგარდი: ანსამბლი 'ადილეი' და ფოლკლორი დღეს [Audio]

ავანგარდი: ანსამბლი 'ადილეი' და ფოლკლორი დღეს [Audio]

19.02.2018 -
გადაცემაში ვსაუბრობთ ქართული ფოლკლორული მუსიკისა და მის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულების შესახებ. ასევე მოისმენთ ხალხურ სიმღერებს ანსამბლ "ადილეის" შესრულებით.
ავანგარდი: რატომ ტოვებენ ახალგაზრდები რეგიონს [Audio]

ავანგარდი: რატომ ტოვებენ ახალგაზრდები რეგიონს [Audio]

12.02.2018 -
გადაცემა "ავანგარდის" პირველ ნაწილში:
✔ რატომ მიიჩნევენ ახალგაზრდები, რომ დედაქალაქში განათლების მიღება უფრო პრესტიჟულია და რა პრივილეგიებზე საუბრობენ ისინი, ვინც რეგიონში დარჩნენ;
გადაცემის მეორე ნაწილში "თანამედროვე ქართული მუსიკა":
✔ ბექა კუნდალინის კომპოზიცია – Human X
ავანგარდი: საუნივერსიტეტო ცხოვრება [Audio]

ავანგარდი: საუნივერსიტეტო ცხოვრება [Audio]

05.02.2018 -
რას ნიშნავს აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრება, რამდენად ერთვებიან სტუდენტები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორია მათი აზრი დღეს უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე – გადაცემაში "ავანგარდი" სტუდენტები მსჯელობენ.
თაობა მაXიმუმი: თეატრი – მეორე სახლი [Audio]

თაობა მაXიმუმი: თეატრი – მეორე სახლი [Audio]

05.09.2017 -
ოლიკო ხარშილაძე 22 წლის ახალციხელი მსახიობია. იგი მესხეთის სახელმწიფო თეატრში უკვე 12 წელია თამაშობს. პირველი როლი საბავშვო სპექტაკლში – "ჩიპოლინო" მიიღო. თეატრის, როგორც მისი "მეორე სახლის" შესახებ, ახალგაზრდა მსახიობი, ლუბა გიორგაძის გადაცემა "თაობა მაქსიმუმში" საუბრობს.
თაობა მაXიმუმი: გარემოსდამცველი მოსწავლეები [Audio]

თაობა მაXიმუმი: გარემოსდამცველი მოსწავლეები [Audio]

29.08.2017 -
სვირისა და მუსხის საჯარო სკოლების მოსწავლეები, საკუთარი სკოლების ეზოებში, სკვერების მოწყობასა და გამწვანებას გეგმავენ.გარემოსდამცველი ახალგაზრდები ფიჭვის ნერგების დარგვას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ახალგაზრდული ინიციატივის შესახებ, მოისმინეთ გადაცემაში "თაობა მაქსიმუმი"
თაობა მაXიმუმი: წერა – დების საყვარელი საქმიანობა [Audio]

თაობა მაXიმუმი: წერა – დების საყვარელი საქმიანობა [Audio]

22.08.2017 -
ნინო და ქეთი ჩინჩალაძეების გატაცება წერაა, მათი შემომქედების ძირითადი თემატიკა კი – სიყვარული. ასაკის მიუხედავად დები არაერთი ლექსისა და ჩანახატის ავტორები არიან. სამომავლოდ ისინი კრებულის გამოშვებას გეგმავენ.
თაობა მაXიმუმი: ხელნაკეთი აქსესუარების ახალგაზრდა ავტორი [Audio]

თაობა მაXიმუმი: ხელნაკეთი აქსესუარების ახალგაზრდა ავტორი [Audio]

15.08.2017 -
მარიამ ვახტანგიშვილი – 15 წლის ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების კეთებით არის დაკავებული. მისი ნამუშევრების სერია "გვირილი'კოს" სახელს ატარებს. გაეცანით მარიამის ინტერესის სფეროს და მოისმინეთ მისი სამომავლო გეგმების შესახებ, ლუბა გიორგაძის გადაცემაში "თაობა მაXიმუმი".
თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა ფერმერი [Audio]

თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა ფერმერი [Audio]

18.07.2017 -
გაგა მუმლაძე ახალგაზრდა ფერმერია, რომელსაც აწყურში ორგანულ მეურნეობა აქვს. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანით იგი ერთი წლის წინ დაინტერესდა და მეგობართან ერთად ახალი საქმე წამოიწყო. მათ მიერ მოწეული მოსავალი თბილისის სავაჭრო ცენტრებში უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს. უსმინეთ ახალგაზრდა ფერმერს ლუბა გიორგაძის გადაცემაში "თაობა მაXიმუმი".
თაობა მაXიმუმი: სპორტსმენები "მეცამეტე ლეგიონიდან" [Audio]

თაობა მაXიმუმი: სპორტსმენები "მეცამეტე ლეგიონიდან" [Audio]

11.07.2017 -
ბრძოლა წესების გარეშე – სპორტის სახეობა, რომელიც ახალციხეში აქტუალური ხდება. რამდენად აინტერესებთ შერეული ორთაბრძოლა ახალციხელ ახალგაზრდებს და რა შედეგებით ბრუნდებიან სპორტსმენები საერთაშორისო ჩემპიონატებიდან – გადაცემის სტუმრები არიან: ახალციხის კლუბ "მეცამეტე ლეგიონის" პრეზიდენტი მიშა მესხი და კლუბის წევრი ამირან გოგოლაძე.
თაობა მაXიმუმი: მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [Audio]

თაობა მაXიმუმი: მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [Audio]

04.07.2017 -
მინდია ენდელაძე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ახალციხელი მძლეოსანი ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, რამდენიმე დღის წინ კი ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია მიიღო, რომელიც მალტაში გაიმართება. საკუთარ საქმიანობაზე, წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე იგი ლუბა გიორგაძის გადაცემაში "თაობა მაXიმუმი" საუბრობს.
თაობა მაXიმუმი: პატარა კარატისტები [Audio]

თაობა მაXიმუმი: პატარა კარატისტები [Audio]

20.06.2017 -
ოქროს მედლის მფლობელი, 10 წლის ლუკა გასანოვი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 12 წლის ანა ასპანიძე - საქართველოს კარატე–დო შიტო–რიუს მე–17 ღია ჩემპიონატის ახალციხელი გამარჯვებულები არიან. ისინი ბოლნისში, საკუთარ თანატოლებს შეეჯიბრნენ და საპრიზო ადგილებიც მოიპოვეს.
თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა შემოქმედი [Audio]

თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა შემოქმედი [Audio]

13.06.2017 -
18 წლის ქრისტო ხაჩიძე ივლისში საკუთარი ლექსების კრებულს გამოუშვებს. იგი ასამდე ლექსის ავტორია, თუმცა აქამდე მის შემოქმედებას მხოლოდ ახლობლები იცნობდნენ. ქრისტო ხაჩიძე "თაობა მაქსიმუმის" სტუმარია. საყვარელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ იგი გადაცემაში საუბრობს.
'თაობა მაXიმუმი' – ახალგაზრდები და ევროინტეგრაცია [Audio]

'თაობა მაXიმუმი' – ახალგაზრდები და ევროინტეგრაცია [Audio]

06.06.2017 -
რა იციან ახალგაზრდებმა ევროკავშირზე, როგორ ხედავენ ისინი "გზას ევროპისკენ" და რას ფიქრობენ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე – გადაცემა "თაობა მაXიმუმი" სტუმრები არიან ლილი ზაზაძე და ვიქტორია ეგიანი. ისინი რამდენიმე დღის წინ თემატურ სკოლაში იმყოფებოდნენ და ვეროკავშირის შესახებ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თაობა მაXიმუმი: კლუბური საღამო ქველმოქმედებისთვის [Audio]

თაობა მაXიმუმი: კლუბური საღამო ქველმოქმედებისთვის [Audio]

30.05.2017 -
9 ივნისს, ახალციხეში, ახალგაზრდებისათვის კლუბური საღამო გაიმართება. შესული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება და ავარიის შედეგად დაშავებული დავით გასიტაშვილის ანგარიშზე ჩაირიცხება. კლუბური საღამოსა და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სხვა აქტივობების შესახებ, მოისმინეთ გადაცემაში "თაობა მაXიმუმი"
თაობა მაXიმუმი: 15 წლის ევროპის ჩემპიონი [Audio]

თაობა მაXიმუმი: 15 წლის ევროპის ჩემპიონი [Audio]

23.05.2017 -
რომეო ბერიძე სერბეთიდან 23 მაისს დაბრუნდა. მან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე თავად სპორტსმენი და მისი მწვრთნელი მინდია შაინიძე საუბრობენ – გადაცემაში 'თაობა მაXიმუმი'.
თაობა მაXიმუმი: ინტელექტ – ჩემპიონატის გამარჯვებულები [Audio]

თაობა მაXიმუმი: ინტელექტ – ჩემპიონატის გამარჯვებულები [Audio]

16.05.2017 -
გვანცა ჩუბინიძე და ლუბოვ ვირაბიანი ინტელექტ– ჩემპიონატის გამარჯვებული მოსწავლეები არიან. მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს. რა მისცა კონკურსმა ახალგაზრდებს და როგორია მათი მიზნები, მოისმინეთ გადაცემაში "თაობა მაXიმუმი"
თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა ბიზნესმენები [Audio]

თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა ბიზნესმენები [Audio]

09.05.2017 -
ამირან ბარძიმაძე და ილია ქეშიშევი – ორი მეგობარი, რომლებმაც ახალციხის სოფელ მინაძეში საკუთარი საცხობი გახსნეს. "მინაძის პური" ახლა უკვე მთელს ახალციხეში ცნობილია. როდის დაიწყეს ახალგაზრდებმა საქმიანობა, რა სირთულეები შეხვდათ და როგორია მათი სამომავლო გეგმები, მოისმინეთ "სამხრეთის კარიბჭეს" გადაცემაში "თაობა მაXიმუმი".
თაობა მაXიმუმი: ინოვაციური იდეების ავტორები  [Audio]

თაობა მაXიმუმი: ინოვაციური იდეების ავტორები [Audio]

29.04.2017 -
ნატალი კაპანაძე და მარიამ სააკიანი ინოვაციური იდეების ავტორები არიან. მათ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სამკურნალო მცენარეების საშრობი ხელსაწყო და უსინათლოებისათვის ელექტრო სამაჯური შექმნეს.
თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა ადვოკატი [Audio]

თაობა მაXიმუმი: ახალგაზრდა ადვოკატი [Audio]

18.04.2017 -
გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა ადვოკატი ახალციხეში – სოსო ხითარიშვილი გადაცემა "თაობა მაXიმუმის" სტუმარია. მან საყვარელი საქმიანობა ოთხი წლის წინ დაიწყო, ახლა კი საკუთარი საადვოკატო ბიურო აქვს და რეგიონში ერთ–ერთი წარმატებული ადვოკატია.
თაობა მაქსიმუმი: ახალგაზრდა ოსტატი [Audio]

თაობა მაქსიმუმი: ახალგაზრდა ოსტატი [Audio]

11.04.2017 -
ასპინძელი გიორგი ნემსაძე ხის დამუშავებით არის დაინტერესებული. იგი ძირითადად: აქსესუარებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ხატებსა და სუვენირებს ამზადებს. გიორგის ნამუშევრებს, სამარკო ნიშნით – "HandArt" იცნობენ.