FM97.5 / LIVE
მთავარი » სიახლე
ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსი 81 ადამიანს აქვს

ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსი 81 ადამიანს აქვს

27.03.2020 -
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 81–მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 4 505 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247.
ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

27.03.2020 -
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკაშია. ამავე ინფექციით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა კი იტალიაში ფიქსირდება.
საქართველოში კორონავირუსი 11–მა პაციენტმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსი 11–მა პაციენტმა დაამარცხა

27.03.2020 -
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, StopCov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში სულ 11 ადამიანია განკურნებული.
29 მარტიდან საქართველოში იწვიმებს

29 მარტიდან საქართველოში იწვიმებს

27.03.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილი ამინდი ქვეყანაში ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, შემდეგ კი ნალექია ნავარაუდევი.
ახალქალაქში სროლის საქმეზე ‘ოცნების’ დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს

ახალქალაქში სროლის საქმეზე ‘ოცნების’ დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს

27.03.2020 -
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომლის სახლთანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, ახალციხეში დაკითხვაზე იმყოფება.
რისთვის არიან მზად სამცხე-ჯავახეთის კლინიკები-COVID 19

რისთვის არიან მზად სამცხე-ჯავახეთის კლინიკები-COVID 19

27.03.2020 -
„სამხრეთის კარიბჭეს“ რეგიონში მომუშავე კლინიკებში არწმუნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ინფექციასთან გამკლავებას შეძლებენ და არც მედიკამენტები და ტექნიკური აღჭურვილობა უჭირთ. თუმცა როგორც ირკვევა, კლინიკების უმრავლესობაში, კორონავირუსის მსგავსი ინფექციისთვის საჭირო ბოქსირებული პალატების ნაკლებობაა.
აწყურში 87 წლის ქალი დაიკარგა

აწყურში 87 წლის ქალი დაიკარგა

27.03.2020 -
ახალციხეში, სოფელ აწყურში 87 წლის ნაზი მახათაძეს ეძებენ. სოფელში ამბობენ, რომ მოხუცი დაახლოებით სამი დღის წინ დაიკარგა, თუმცა ზუსტი დრო არ იციან, რადგან იგი მარტო ცხოვრობს.
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკაში დაფიქსირდა

24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკაში დაფიქსირდა

26.03.2020 -
გასული დღე–ღამის განმავლობაში, ამერიკაში კორონავირუსით 7 454 ადამიანი დაინფიცირდა, შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. მსოფლიოს მასშტაბით, ინფექციამ სულ 23 029 ადამიანი იმსხვერპლა.
ახალციხის აფთიაქებში სპირტის დეფიციტია

ახალციხის აფთიაქებში სპირტის დეფიციტია

26.03.2020 -
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება დადგა, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო სადეზინფექციოდ სპირტის გამოყენება. ახალციხეში არსებულ აფთიაქებში სპირტი თითქმის არ იშოვება.
ახალქალაქში სროლის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალქალაქში სროლის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

26.03.2020 -
ახალქალაქში, დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან, იარაღიდან გასროლის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
წულუკიანის მიერ, ციხის კადრების გასაჯაროების გამო სამინისტრო დაჯარიმდა – საია

წულუკიანის მიერ, ციხის კადრების გასაჯაროების გამო სამინისტრო დაჯარიმდა – საია

26.03.2020 -
საიას განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრის ვიდეოს გავრცელებისთვის, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური დაჯარიმდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მათ ასევე სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების წაშლა დაავალა.
სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

26.03.2020 -
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 72 წლის მოქალაქე „ნორკის“ საავადმყოფოში დღეს, 26 მარტს გარდაიცვალა.
პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა ®

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა ®

26.03.2020 -
პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა. პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს - თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ 161 სტუდენტი ისარგებლებს.
კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი

26.03.2020 -
ორსული ქალი რომელსაც, დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, იმ 62 წლის პაციენტის ნათესავია, რომელსაც მარნეულში პირველად დაუდასტურდა COVID 19. ინფიცირებული ამ ეტაპზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო [ვიდეო]

ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო [ვიდეო]

26.03.2020 -
„ქართული ოცნების“ დეპუტატის სახლთან, ახალქალაქში, სროლის ხმა დღეს, 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე გაისმა. ადგილზე ადგილობრივები შეიკრიბნენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდგინდა

26.03.2020 -
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 79–მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 4 346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.
ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]

ახალციხეში ‘შვიდგზის ზეთისცხება’ ტაძრის ეზოში სრულდება [ფოტო]

26.03.2020 -
ახალციხეში ღვთისმსახურება წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის ეზოში მიმდინარეობს. „შვიდგზის ზეთისცხების“ რიტუალს მღვდელი, გიორგი ჭურღულაია ასრულებს. მორწმუნეები ერთმანეთისგან მოშორებით, თეთრი საღებავით მონიშნულ ადგილებზე დგანან.
ანდრიაწმინდაში ბეტონის გზა იგება ®

ანდრიაწმინდაში ბეტონის გზა იგება ®

26.03.2020 -
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 1750 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
‘ერთი ბარძიმის ბუკვალური გაგება დაუშვებელია’ - მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპატრიარქოს პასუხობენ

‘ერთი ბარძიმის ბუკვალური გაგება დაუშვებელია’ - მართლმადიდებელი სასულიერო პირები საპატრიარქოს პასუხობენ

26.03.2020 -
„რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება“, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს განცხადებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი.
ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში 840-მდე გაიზარდა

ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში 840-მდე გაიზარდა

26.03.2020 -
დღეის მონაცემებით რუსეთში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. 26 მარტის ინფორმაციით, 38 ადამიანია გამოჯანმრთელებული.