FM97.5 / LIVE
მთავარი » განათლება–რადიო
საფეხური: სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება [Audio]

საფეხური: სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება [Audio]

12.03.2019 -
რას გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და რამდენ დარგში გადამზადდებიან მსურველები – ამ თემებზე გადაცემა "საფეხურში" საზოგადოებრივი კოლეჯის "ოპიზარის" დირექტორი ბელა ავალიშვილი საუბრობს.
საფეხური: ახალციხის ბაღები [Audio]

საფეხური: ახალციხის ბაღები [Audio]

05.03.2019 -
გადაცემა "საფეხურის" სტუმარია ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი, ვსაუბრობთ ბაღებში დაგეგმილ რეორგანიზაციასა და სიახლეებზე.
საფეხური: პროფესიული განათლება სკოლებში [Audio]

საფეხური: პროფესიული განათლება სკოლებში [Audio]

26.02.2019 -
გადაცემა "საფეხურის" სტუმარია კოლეჯი "ოპიზარის" მასწავლებელი ავთანდილ აკოფაშვილი. იგი ორი წელია "სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის" ფარგლებში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ელექტროობას ასწავლის. პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მან ჯილდო მიიღო.
საფეხური: სექსუალური განათლება სკოლებში [Audio]

საფეხური: სექსუალური განათლება სკოლებში [Audio]

19.02.2019 -
საჭიროა თუ არა სექსუალური განათლების მიღება სკოლებში; რა ასაკიდან და რა ფორმით უნდა დავიწყოთ სექსუალურ თემებზე საუბარი მოსწავლეებთან. გადაცემა "საფეხურის" სტუმარია კლინიკა "სიცოცხლის ხის" დირექტორი მეან–გინეკოლოგი კობა კაკაჩიშვილი.
საფეხური: 'დღიურების კონკურსის' გამარჯვებულები [Audio]

საფეხური: 'დღიურების კონკურსის' გამარჯვებულები [Audio]

12.02.2019 -
განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ "დღიურების კონკურსში", რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, პირველი ადგილის მფლობელები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები გახდნენ.
საფეხური: გაუქმებული საატესტატო გამოცდები [Audio]

საფეხური: გაუქმებული საატესტატო გამოცდები [Audio]

05.02.2019 -
რატომ გაუქმდა საატესტატო გამოცდები და როგორ შემოწმდება მოსწავლის ცოდნა მომავალში. ვსაუბრობთ CAT–ის გამოცდების დადებით და უარყოფით მხარეებზე. გადაცემა "საფეხურის" სტუმარია ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ობოლაძე და ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სალომე გიორგაძე.
საფეხური: ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში[Audio]

საფეხური: ცვლილებები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში[Audio]

22.01.2019 -
კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება. მასწავლებელთა განვითარებისთვის სკოლებში ხარისხის მართვის ჯგუფები შეიქმნება. ვსაუბრობთ განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებეზე. გადაცემის სტუმარია პედაგოგი და ტრენერი ნანა იოსელიანი.
საფეხური: უნდა დაბრუნდეს თუ არა 'დედა ენა' სკოლებში [Audio]

საფეხური: უნდა დაბრუნდეს თუ არა 'დედა ენა' სკოლებში [Audio]

15.01.2019 -
რა განსხვავებაა ქართული ენის თანამედროვე წიგნებსა და იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" შორის და რატომ სურთ მასწავლებლებს "დედა ენის" პირვანდელი ვერსიის დაბრუნება. კერძო სკოლა "მზექას" ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი სოსო გიქოშვილი.
საფეხური: სკოლა და პრობლემები [Audio]

საფეხური: სკოლა და პრობლემები [Audio]

25.12.2018 -
რა შეიცვალა ადიგენის საჯარო სკოლებში – 2018 წელს ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტთან ელისო კეღოშვილთან ერთად ვაჯამებთ.
საფეხური: ჰიგიენა საბავშვო ბაღებში [Audio]

საფეხური: ჰიგიენა საბავშვო ბაღებში [Audio]

18.12.2018 -
რა სიხშირით მოწმდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ და რა ტიპის დარღვევები გამოვლინდა ერთი წლის განმავლობაში. ვსაუბრობთ ბაგა–ბაღებში არსებულ ჰიგიენასა და კვებაზე – გადაცემის სტუმარია სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ლია ბექაური.
საფეხური: 'თავდაცვა და უსაფრთხოება' ახალი საგანი სკოლებში [Audio]

საფეხური: 'თავდაცვა და უსაფრთხოება' ახალი საგანი სკოლებში [Audio]

11.12.2018 -
ახალციხის მეორე საჯარო სკოლა, მუნიციპალიტეტში ერთადერთია, სადაც იანვრიდან ახალი საგნის "თავდაცვა და უსაფრთხოების" სწავლება საპილოტე რეჟიმში დაიწყება. როგორ ემზადებიან სკოლაში ახალი საგნისთვის, ამის შესახებ გადაცემა "საფეხურში" მეორე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა გოგატიშვილი საუბრობს.
საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

04.12.2018 -
გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები და დასაქმების ხელშეწყობა – რა სახის შეთავაზებები აქვს საქართველოს უნივერსიტეტს საკუთარი სტუდენტებისთვის. გადაცემა "საფეხურის" სტუმარი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორი კახაბერ თავზარაშვილია.
საფეხური: სასკოლო ბულინგი [Audio]

საფეხური: სასკოლო ბულინგი [Audio]

27.11.2018 -
რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლებში. გადაცემა "საფეხურის" სტუმარია ფსიქოლოგი მარიამ ნარიმანაშვილი.
საფეხური: სპორტის მასწავლებლები გამოწვევების წინაშე [Audio]

საფეხური: სპორტის მასწავლებლები გამოწვევების წინაშე [Audio]

20.11.2018 -
"ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" ახალი კანონპროექტი მუშავდება, რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს ახალი კანონის მიღების შემდეგ – გადაცემა "საფეხურის" სტუმარია მეხუთე საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი გელა მაისურაძე.
საფეხური: რა იცვლება 1+4 პროგრამაში [Audio]

საფეხური: რა იცვლება 1+4 პროგრამაში [Audio]

13.11.2018 -
"არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესასწავლად ერთი წელი საკმარისი არ არის" – გამოწვევები და რეკომენდაციები 1+4 პროგრამაში.
საფეხური: რეაბილიტაციის პროგრამა 18 წლამდე შშმ პირებისთვის [Audio]

საფეხური: რეაბილიტაციის პროგრამა 18 წლამდე შშმ პირებისთვის [Audio]

06.11.2018 -
ახალციხეში ნულიდან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო პროგრამა იწყება.
საფეხური: სკოლა და არჩევნები [Audio]

საფეხური: სკოლა და არჩევნები [Audio]

30.10.2018 -
რა როლი აქვს სკოლას აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბების პროცესში და რას ასწავლიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში არჩევნების შესახებ.
საფეხური: ახალციხის პირველი სკოლის პროტესტი [Audio]

საფეხური: ახალციხის პირველი სკოლის პროტესტი [Audio]

23.10.2018 -
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, მშენებლობისას, სპორტული მოედნის ფართობის შემცირება მასწავლებლების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. პედაგოგები ამბობენ, რომ მშენებელი კომპანია ეზოში პატარა სტადიონს აკეთებს, რომელიც 1000 – მდე მოსწავლისთვის არასაკმარისია.
საფეხური: როგორ შევაჩვიოთ სკოლას პირველკლასელები [Audio]

საფეხური: როგორ შევაჩვიოთ სკოლას პირველკლასელები [Audio]

16.10.2018 -
გადაცემა "საფეხურში" ვსაუბრობთ პირველკლასელ მოსწავლეებზე, რომლებსაც უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება. რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება ბავშვის განვითარებისას და როდის გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება – გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი გულიკო ბექაური.
საფეხური: სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის [Audio]

საფეხური: სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის [Audio]

09.10.2018 -
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ტაჟირების პროგრამა იწყება. რას გულისხმობს პროგრამა და სად უნდა დარეგისტრიდეს მსურველი. გადაცემის სტუმარია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი თეა თათენაშვილი.