25.01.2019 - მოისმინეთ ახალი ამბები 12:00 საათზე "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან. სტუდიაში მარიამ ბარძიმაძე მუშაობს.
25.01.2019 - განათლების რეფორმის ფარგლებში, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის დანერგვის შესახებ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ამავე პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
25.01.2019 - სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომლებს ექვსი კონკურსანტიდან შეარჩევენ. მათ გასაუბრება უკვე გაიარეს.
25.01.2019 - განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრამდე, სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება.
24.01.2019 - სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ბაკურიანსა და ბორჯომში 57 კვების ობიექტი შეამოწმეს და 33–ში დარღვევები აღმოაჩინეს. მათ შორის შვიდს, საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
24.01.2019 - დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები.
24.01.2019 - ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ნანგრევებს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის.
24.01.2019 - სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლის სოფელ ბუღაშენში დადგმასთან დაკავშირებით, ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისგან განმარტებას ითხოვენ.
24.01.2019 - ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, მეხუთე კლასის მოსწავლეზე მათემატიკის მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს. პოლიციამ ძიება „სამხრეთის კარიბჭის“ სტატიის საფუძველზე დაიწყო.
24.01.2019 - ახალციხეში, საბარგო სადგურზე მდებარე ტექდათვალიერების ცენტრი, დიდი ნაკადის გამო, რიგში მდგომი ყველა მანქანის შემოწმებას ვერ ასწრებს. სამცხე–ჯავახეთში მძღოლები ტექდათვალიერების ცენტრის დამატების აუცილებლობაზე საუბრობენ.
24.01.2019 - ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის უკვე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
24.01.2019 - გადაცემა ,,ღია საუბარი" გულო კოხოძესთან ერთად. გადაცემის სტუმარია, მარიამ ნარიმანიშვილი. ვსაუბრობთ ბავშვებზე.
24.01.2019 - მოისმინეთ დღის ამბები სომხურ ენაზე–Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են հայերեն լեզվով,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
24.01.2019 - მოისმინეთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან. ახალ ამბებს მარიამ ბარძიმაძე გაცნობთ.
24.01.2019 - ქვეყანაში წითელათი ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
24.01.2019 - "ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ მოაწერა.
24.01.2019 - მოისმინეთ ახალი ამბები სომხურ ენაზე–Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են հայերեն լեզվով,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը:
24.01.2019 - დღეს, 24 იანვარს ახალციხეში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მოძრაობა - საქართველოს“ ოფისი გაიხსნა. ორგანიზაციის ხელშეწყობით, ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთნონ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში.
![განცხადება მათთვის, ვისაც გამოცდილი მძღოლი სჭირდება [R] განცხადება მათთვის, ვისაც გამოცდილი მძღოლი სჭირდება [R]](/uploads/posts/2019-01/1548319698_mdzgolis-vakansia.jpg)
24.01.2019 - ახალციხეში მცხოვრები, 31 წლის ზურა ეძებს სამსახურს მძღოლის პოზიციაზე.
24.01.2019 - მოისმინეთ ახალი ამბები 12:00 საათზე "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდან. სტუდიაში მარიამ ბარძიმაძე მუშაობს.