FM97.5 / LIVE
ახალციხის ქუჩები მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა ®

ახალციხის ქუჩები მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა ®

10.04.2020 -
ახალციხეში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. გუშინ გვიან ღამით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და მოირეცხა ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები, საფეხმავლო ბილიკები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები.
სომხეთში კორონავირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი

სომხეთში კორონავირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი

10.04.2020 -
გასული დღე–ღამის განმავლობაში, სომხეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 10 აპრილის მონაცემებით, გარდაცვლილია 11 და გამოჯანმრთელებულია 149 ადამიანი.
24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 143 პირი დააჯარიმეს [ვიდეო]

24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 143 პირი დააჯარიმეს [ვიდეო]

10.04.2020 -
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

დაგვიცავს თუ არა ვირუსისგან ქართული წარმოების პირბადეები

10.04.2020 -
საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა, რომელთა შეძენაც აფთიაქებში უკვე შესაძლებელია, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ დოლბანდის პირბადეები ვირუსისგან დაცვისთვის არაეფექტურია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი, ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 230 გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 230 გახდა

10.04.2020 -
24 საათში საქართველოში COVID 19–ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 10 აპრილის 11:20 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 230-მდე გაიზარდა.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

10.04.2020 -
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაის განცხადებით, მათ კლინიკაში კვლავ შვიდი მძიმე პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა ამ ეტაპზე დასტაბილურდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227–მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227–მდე გაიზარდა

10.04.2020 -
10 აპრილის, 10:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 227 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულია 52 ადამიანი.
როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

როგორ ახერხებენ ვარჯიშს კარანტინში მყოფი სპორტსმენები [ვიდეო]

10.04.2020 -
კორონავირუსის გავრცელებამ მათი ცხოვრებაც შეცვალა, გადაიდო ჩემპიონატები, სპორტული დარბაზები კი, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებდნენ, დაკეტილია. ძველი საბურავებისგან გაკეთებული „გრუშა“ და სოფლის სტადიონზე მოწყობილი „ტურნიკები“ – როგორ ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას ახალციხელი სპორტსმენები.