29.08.2019 - დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი დღეს, 29 აგვისტოს ბორჯომში იმყოფება. იგი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება და მათ პროექტებს ეცნობა.
29.08.2019 - ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, მეორე დღეა დიდი რაოდენობით წყალი მიედინება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ დაზიანებას გუშინ, 28 აგვისტოს ვერ შეაკეთებდნენ, რადგან დასვენების დღე იყო.
28.08.2019 - ნინოწმინდის საკრებულოს დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, ვრეჟ მურადიანმა, ფეისბუქ-ლაივი ჩართო, რომელშიც აჩვენა, როგორ მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.თუმცა, ვიდეოს თანმდევი ეფექტების ფონზე, ყურადღებას სამუშაოებზე მეტად, თავად დეპუტატი იქცევს.
28.08.2019 - ახალციხის ციხეზე ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გვანცა გოგოლაძემ თანამდებობა დატოვა. პოზიციაზე მოვალეობას, სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამარ ჟუჟუნაძე ასრულებს.
28.08.2019 - „გიხაროდენ, საელჩოდან დამირეკეს! თქვენი ვიზები მზადაა და გზა ხსნილი გაქვთ ამერიკისკენ“ – საორგანიზაციო საკითხებისთვის შექმნილ ჩატში მაიამ მოგვწერა. მაია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამერიკის საელჩოს მეშვეობით დაფინანსებული "Irex"-ის იმ პროგრამის (GMPP) დირექტორია, რომლის ფარგლებშიც მე და „სამხრეთის კარიბჭეს“ კიდევ სამი თანამშრომელი ამერიკაში საქმიანი ვიზიტით ვიმყოფებოდით.
28.08.2019 - „კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ყველა ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: მამული, ენა სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ იმას: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, – ამ სიტყვებით მიმართა ილია მეორემ სიონის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს.
28.08.2019 - ხვალ, 29 აგვისტოს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ირინა ავაქიანისა და ბაჩო ოთარ ნაკაშიძის საღამო მოეწყობა.
28.08.2019 - ასპინძის მუნიციპალიტეტმა, სოფლების ვარძიისა და ოთის ამბულატორიების მშენებლობისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორივე შეთხვევაში
გამარჯვებული კომპანია ვერ გამოვლინდა.
28.08.2019 - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.
28.08.2019 - 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, ტექ.პერსონალს, მათ შორის სკოლების ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს ანაზღაურება გაეზრდებათ.
28.08.2019 - დღეს, 28 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ზეიმობს.
27.08.2019 - ახალციხეში, ცენტრალურ ქუჩებზე ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი გასულია.
27.08.2019 - 13 სექტემბრიდან, 11 ოქტომბრის ჩათვლით მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის V საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც 29 სპექტაკლი გაიმართება.
27.08.2019 - სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციისა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
27.08.2019 - ასპინძაში, სახალხო დღესასწაულის „შოთაობა 2019“–ის ორგანიზებისთვის გამოცხადებული ტენდერი, რომელიც 28 სექტებმერს სოფელ რუსთავში უნდა გაიმართოს ჩაიშალა. პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
27.08.2019 - 1 სექტემბერს, მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება.
27.08.2019 - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 19-26 აგვისტოს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 608 ფაქტი გამოვლინდა.
27.08.2019 - ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ და ეს პროცესი ყოველწლიური იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინიატრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა და მათ განათლების რეფორმის დეტალები გააცნო.
27.08.2019 - ბორჯომში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში უფასოდ იმოძრავებს.
27.08.2019 - სეზონის ფარგლებში, ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ.