FM97.5 / LIVE
ახალი ამბები – 11 მარტი [Audio]

ახალი ამბები – 11 მარტი [Audio]

11.03.2019 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
მართლმადიდებლებისთვის დიდი მარხვა დაიწყო

მართლმადიდებლებისთვის დიდი მარხვა დაიწყო

11.03.2019 -
დღეიდან, 11 მარტიდან, დიდმარხვა დაიწყო. მორწმუნეებისთვის დიდმარხვის პირველი შვიდეული მკაცრია.
ვინ გათავისუფლდება ადმინისტრაციული ჯარიმებისგან

ვინ გათავისუფლდება ადმინისტრაციული ჯარიმებისგან

11.03.2019 -
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს, 11 მარტს, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროქტის განხივლას იწყებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
დილა მარიამთან ერთად [Audio]

დილა მარიამთან ერთად [Audio]

11.03.2019 -
ჯულია ენდრიუსი – ქალი, რომელმაც სახელი ბროდვეის მიუზიკლებში მონაწილეობით გაითქვა. მისი სამსახიობო გამოცდილება და განუმეორებელი ხმა, მოსიმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" დილის ეთერში.
საქართველოს პატრიარქმა სტუდენტები დალოცა [Photo]

საქართველოს პატრიარქმა სტუდენტები დალოცა [Photo]

10.03.2019 -
დღეს, 10 მარტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დალოცა. ილია მეორემ ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის ცოდვების შენდობისკენ მოუწოდა.
2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

10.03.2019 -
ბავშვის კოდექსის კანონპროექტის თანახმად, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან უნდა ახლდეს პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი. იმ სკოლებს, რომლებსაც არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ, დასახმარებლად განათლების სამინისტროს მიმართონ.
არ არსებობს უმუშევარი ქალი!

არ არსებობს უმუშევარი ქალი!

10.03.2019 -
მატასის ბლოგი
ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს

ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს

10.03.2019 -
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“- ის ფარგლებში, რეგიონიული შეხვედრა ახალციხის სასპორტო სკოლაში გაიმართა. გოგონებიდან პირველ ადგილზე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთის გუნდი გავიდა, ბიჭებში კი ახალქალაქის, ვაჩიანის გუნდი.
სოფელ გულსუნდაში 65 წლის კაცი ჩამომხრჩვალი ნახეს

სოფელ გულსუნდაში 65 წლის კაცი ჩამომხრჩვალი ნახეს

09.03.2019 -
ასპინძაში, სოფელ გულსუნდაში 65 წლის კაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. გარდაცვლილი ახლობლებმა სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთში იპოვეს.
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება

ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება

09.03.2019 -
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში, პლატოს ტარიტორიაზე, სანიტარული ჭრები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
'ტაომ' ოზურგეთის 'არწივები' დაამარცხა [photoVideo]

'ტაომ' ოზურგეთის 'არწივები' დაამარცხა [photo\Video]

09.03.2019 -
35:21 – "ტაოსა" და ოზურგეთის "არწივების" შერკინება, სამცხე–ჯავახეთის სარაგბო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი

ახალციხიდან ვესტონამდე – ამერიკული ჯარის ქართველი ოფიცერი

09.03.2019 -
23 წლის გიორგი ჩილინგარაშვილი ორ თვეში ამერიკული ჯარის ოფიცერი ხდება. ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლე 17 წლის იყო, როცა ოჯახმა საცხოვრებლად კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ვესტონში წაიყვანა.
უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]

უფლებებიდან ყვავილებამდე – რას აღვნიშნავთ 8 მარტს [Video]

09.03.2019 -
ამ დღის ისტორია 1908 წელს, ნიუ–იორკის ქუჩებში გამოსულ ათასობით ქალს უკავშირდება, რომლებიც შრომითი უფლებების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თუმცა დღემდე საქართველოში 8 მარტი ქალების უფლებებისთვის ბრძოლის ნაცვლად, ძირითადად, მათთვის ყვავილების ჩუქებით შემოიფარგლება.
ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

08.03.2019 -
დილაუთენია დგებიან, საქონელს უვლიან, თბილ-თბილ რძეს ბოთლებში ასხამენ, საკუთარი ხელით ამოყვანილ ყველსა და სათბურიდან აღებულ ბოსტნეულს ჩანთებში აწყობენ და ქალაქისკენ მიეშურებიან. ზოგი პროდუქტს ახალციხის ეზოებში ყიდის, ზოგი - ბაზარში, თუმცა სურვილი ერთია - ჩანთა საღამოს მსუბუქი იყოს.
ზამთარი მაღალმთიან სოფლებში [Photo]

ზამთარი მაღალმთიან სოფლებში [Photo]

08.03.2019 -
სამცხე–ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში ზამთარი ექვს თვეზე მეტ ხანს გრძელდება. იქ ჯერ გაზაფხულის მოსვლა არ იგრნობა და გარემო ისევ თოვლითაა დაფარული.
ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ

ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ

08.03.2019 -
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები ახალქალაქში, მესამე კორპუსში, სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა სასწავლებელში არსბულ პრობლემებზე იმსჯელეს.
‘ეს კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია’– სტუდენტები პატრიარქთან დასალოცად მიდიან

‘ეს კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია’– სტუდენტები პატრიარქთან დასალოცად მიდიან

08.03.2019 -
10 მარტს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ჩასულ სტუდენტებს დალოცავს. პატრიარქთან დასალოცად ახალგაზრდების წაყვანას ორგანიზებას სტუდენტური თვითმმართველობები უწევენ. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტიდან თბილისში 300–მდე სტუდენტი წავა.
თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]

თვითმმართველობების საჩუქრები ქალებს [Photo]

08.03.2019 -
რვა მარტის აღსანიშნავად ახალციხის მერიამ მრავალშვილიან დედებს საოჯახო ნივთები აჩუქა, ბორჯომის მერიამ სხვადასხვა სფეროში აქტიურ ქალებს ‘საპატიო სიგელები’ და ყვავილები გადასცა, ასპინძისა და ადიგენის თვითმმართველობებმა კი კონცერტებს ორგანიზება გაუწიეს.
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 8 მარტი [Audio]

სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 8 მარტი [Audio]

08.03.2019 -
Եթերում Հարավային Դարպասի լուրերն են հայերեն լեզվով,տաղավարում աշխատում է Սիրանուշ Թթթյանը: – ახალი ამბები სომხურ ენაზე.
კვირის აქცენტი: სოფლების შეცვლილი სახელების საქმე [Video]

კვირის აქცენტი: სოფლების შეცვლილი სახელების საქმე [Video]

08.03.2019 -
ახალქალაქში ათამდე სოფლის სახელწოდება აბრებზე შეცდომით წერია. მათ შორის ნაწილზე წარწერები სომხურ ენაზეცაა. რატომ იცვლება ქართული სოფლების დასახელებები ჯავახეთში და ვინ აწერს აბრებზე სახელებს არასწორად – ადგილობრივები თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.