12.03.2013 - ბოლო პერიოდში ქართულ და სომხურ მედიასა და სოციალურ ქსელებში ჯავახეთის თემას აქტიურად განიხილავენ რატომ გააქტიურდა სეპარატიზმზე საუბარი და როგორ აფასებენ მოვლენებს ექსპერტები.
11.03.2013 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელად ბესიკ ბლიაძე აირჩიეს. საკრებულოს დეპუტატებიდან გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა მხოლოდ მალხაზ გიქოშვილმა გააპროტესტა

06.03.2013 - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნაირი ირიციანმა პარტია „ქართული ოცნების“ წევრობაზე შეიტანა განცხადება. რატომ აპირებს გამგებელი პარტიის შეცვლას, რა შეცდომები დაუშვეს მისი აზრით „ნაციონალებმა“, ვინ და რატომ ახდენდა მასზე ზეწოლას და არის თუ არა „ოცნებაში“ გადასვლა ხელისუფლებაში დარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯი.
05.03.2013 -
01.03.2013 - ბორჯომის გამგებლობის კანდიდატურაზე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველ მარტს კონკურსი გამოცხადდა.

26.02.2013 - 26 თებერვალს ბორჯომში რიგგარეშედ დანიშნულ საკრებულოს სხდომას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რას ითხოვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში შეკრებილი მოსახლეობა, რატომ არ უნდათ ”რესპუბლიკელი” დავით კამკამიძე გამგებლად და რა გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ.

25.02.2013 - გასულ კვირას ახალქალაქში „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო. თვითმმართველობის წევრებისთვის თანამდებობების დასატოვებლად მიცემული ერთკვირიანი ვადა გავიდა. რა ნაბიჯები გადადგეს მხარეებმა ამ დროის განმავლობაში.
20.02.2013 - ქალაქში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, წყლისა და გზების პრობლემები, - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ონლაინ კონფერენციაზე ამ შინაარსის კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა
20.02.2013 - დღეს, 20 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის FACEBOOK- ის ოფიციალურ გვერდზე ON-LINE- კონფერენცია გაიმართება, სადაც უკვე მეორედ მოსახლეობის კითხვებს ბესიკ ხითარიშვილი უპასუხებს.
19.02.2013 - გზები, სასმელი წყალი, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, სასაფლაოების შემოღობვა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, სარწყავი სისტემები - სოფლის პრობლემების არასრული ჩამონათვალი
17.02.2013 - “რესპუბლიკურმა პარტიამ” ახალქალაქში აქტიური მუშაობა დაიწყო. პარტიას 122 რეგისტრირებული წევრი და 700-მდე პარტიაში გაწევრიანების მსურველი ჰყავს. საკრებულოში შეიქმნა ”რესპუბლიკელების” სამწევრიანი ფრაქციაც, სადაც სამივე წევრი ყოფილი ”ნაციონალია”.
16.02.2013 - ერევნის მოსახლეობისთვის 2012 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ზედმეტ კითხვებს და ვარაუდებს არ ბადებს, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდი მოულოდნელი განცხადებებითა და მოვლენებით გადატვირთულია.
15.02.2013 - დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის პირდაპირ, თვითმმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა, „ქართული ოცნების“ მომხრეთა 11 თებერვლის საპროტესტო აქციის საპასუხოდ, მშვიდობიანი აქცია გამართეს.
12.02.2013 - დღეს „ქართული ოცნების“ მომხრეებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან საკრებულოსა და გამგეობის თავმჯდომარეების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
12.02.2013 - უჩვეულოდ ხმაურიანი მესხეთი და საპროტესტო აქციები „ოცნების“ რაიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისას; “ჩანერგილების” გაფილტვრის მცდელობა თუ ორგანიზების პრობლემა; რატომ ფრთხილობს ხელისუფლება “მერაბიშვილის რეგიონში” და როგორ აფასებენ შექმნილ მდგომარეობას
09.02.2013 - შესაძლებელია თუ არა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოება საქართველოს შემთხვევაში, რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების არსებობის პირობებში და როგორი იქნება რეგიონულ მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოს ახალი მთავრობის დროს.
08.02.2013 - „ქართულმა ოცნებამ“ ნინოწმინდაში პარტიის რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა და თავმჯდომარე აირჩია.
07.02.2013 - პრეზიდენტის გამოსვლის გადადების გამო, არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” პარლამენტის შენობასთან პრეზიდენტისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობაც გადადო
06.02.2013 - პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონების” თავმჯდომარის, ტარიელ ლონდარიძის გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.
04.02.2013 - ”ქართული ოცნების” ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ 2 თებერვალს, ღამით, მამუკა მელიქიძე, მისსავე საცხოვრებელ სახლში გამართულ ყრილობაზე აირჩიეს