FM97.5 / LIVE
მთავარი » სამართალი
ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელმა ავარიით მოქალაქე იმსხვერპლა

ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელმა ავარიით მოქალაქე იმსხვერპლა

31.03.2015 -
ახალქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის თანამშრომელი მერუჟან აბრამიანი ემსხვერპლა. აბრამიანს ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა.
'ყვიროდა ყველა უნდა დაგხოცოთო', – მკვლელობას გადარჩენილის ჩვენება სასამართლოში

'ყვიროდა ყველა უნდა დაგხოცოთო', – მკვლელობას გადარჩენილის ჩვენება სასამართლოში

30.03.2015 -
სამი ახალგაზრდის მკვლელობისას შემთხვევით გადარჩენილი ბექა სირბილაძე ადასტურებს, რომ იმ დღეს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, დავით კუბლაშვილთან და მის შვილთან ახალგაზრდებს ჩხუბი მოუვიდათ.
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში 65 კბ.მ. ხე–ტყე ამოიღო და 11 სახერხი დალუქა

შსს–მ სამცხე–ჯავახეთში 65 კბ.მ. ხე–ტყე ამოიღო და 11 სახერხი დალუქა

30.03.2015 -
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 16 პირი ამხილეს, მათგან სარეალიზაციოდ გამზადებული 65 კუბური მეტრი სამასალე მერქანი ამოიღეს, 11 უკანონო სახერხი საამქრო კი დალუქეს.
სასამართლო ჩვენებიდან – 'მოვყევი როგორ გვემუქრებოდა გაუპატიურებით მე და ჩემს შვილს სამმართველოს უფროსი'

სასამართლო ჩვენებიდან – 'მოვყევი როგორ გვემუქრებოდა გაუპატიურებით მე და ჩემს შვილს სამმართველოს უფროსი'

27.03.2015 -
რატომ დაკითხეს ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დები დახურულ კარს მიღმა; რას ამბობენ ძმის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ და რატომ ვერ მოხერხდა ექსპერტის დაკითხვა დისტანციური წესით.
თურქ ბიზნესმენს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ოთხი საჩივარი შეაქვს

თურქ ბიზნესმენს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ოთხი საჩივარი შეაქვს

27.03.2015 -
ოთხი დღე ახალციხეში და ოთხი ჯარიმის ქვითარი; თურქი ბიზნესმენი ახალციხის საპატრულო პოლიციის მიერ დაწერილ ჯარიმებს სასამართლოში ასაჩივრებს.
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დებს დახურულ კარს მიღმა კითხავენ

27.03.2015 -
ახალციხის რაიონული სასამართლო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულის გენადი ი.– საქმეს იხილავს. დღეს ბრალდებულის დები მაყვალა და მაგული იაკობაძეები იკითხებიან.
ახალციხეში 30 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ

ახალციხეში 30 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ

26.03.2015 -
ახალციხეში რაბათის უბანში მცხოვრები ორი შვილის დედა, სახლიდან ერთი კვირის წინ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
შსს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დაკავებას ადასტურებს

შსს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დაკავებას ადასტურებს

26.03.2015 -
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე დააკავა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს

25.03.2015 -
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა , ქრთამის აღების ფაქტზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე დააკავეს.
შალვა გოგოლაძის საქმეზე  სასამართლოში სამი საჩივარი შევა

შალვა გოგოლაძის საქმეზე სასამართლოში სამი საჩივარი შევა

25.03.2015 -
ახალციხის საკრებულოდან სასამართლოში შესატანად სამი საჩივარი მზადდება. სამივე საჩივარი „თავისუფალი დემოკრატების წევრის“ შალვა გოგოლაძის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება, რომლის თანახმადაც გოგოლაძემ ქალაქის საკრებულოს პროცესი მოუგო.
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

24.03.2015 -
დისტანციური დაკითხვა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იარაღი, წერილობითი მტკიცებულებები და დასაკითხ მოწმეთა სიიდან ამოღებული პირები; სასამართლო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა.
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს

ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს

24.03.2015 -
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევს 24 კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი ჩამოართვეს.
ყოფილი პოლიტპატიმარი  შპს „კეთილმოწყობის“  უფროსს ცემაში ადანაშაულებს

ყოფილი პოლიტპატიმარი შპს „კეთილმოწყობის“ უფროსს ცემაში ადანაშაულებს

23.03.2015 -
ყოფილი პოლიტპატიმარი ზურაბ ხუციშვილი შპს „კეთილმოწყობის“ უფროსს გიორგი ბალიაშვილს ცემაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას იგი ფიზიკურად, მერიისა და გუბერნიის თანამშრომლებთან ერთად, ადმინისტრაციული შენობის წინ გაუსწორდა.
სცემეს თუ არა ყარათუბნელებმა სამი პირის მკვლელობაში ბრალდებული

სცემეს თუ არა ყარათუბნელებმა სამი პირის მკვლელობაში ბრალდებული

19.03.2015 -
იჩხუბეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებულმა და მისმა შვილმა იმ ახალგაზრდებთან, რომელთა მკვლელობაშიც მას ბრალი ედება. რატომ ადანაშაულებენ ადვოკატები მოწმეებს ჩვენებების შეცვლაში.
ფსიქიკური პრობლემების მქონე გ.ხ–ს საქმე – ოჯახი სამართალდამცველების წინააღმდეგ

ფსიქიკური პრობლემების მქონე გ.ხ–ს საქმე – ოჯახი სამართალდამცველების წინააღმდეგ

18.03.2015 -
პარანოიდული შიზოფრენიით დაავადებულ პირზე, რომლის ოჯახმაც სამართალდამცველებს დახმარებისთვის მიმართა, შსს–მ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, სასამართლომ კი მას 3–წლიანი იძულებითი მკურნალობა დაუწესა. ოჯახი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, სამართალდამცველებს კი შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
სამი ახალგაზრდა ყარათუბანში სანადირო თოფითა და ვაზნებით მოკლეს

სამი ახალგაზრდა ყარათუბანში სანადირო თოფითა და ვაზნებით მოკლეს

17.03.2015 -
სანადირო თოფი, ბრალდებულის ცალ–ცალი ფეხსაცმელი და გვამებიდან ამოღებული ლითონის საგნები; სასამართლოში სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე პოლიციის თანამშრომლები დაიკითხნენ;
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს

ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს

17.03.2015 -
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში მსჯავრდებულ ალექსანდრე ბაღდოშვილის საქმეს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს. ბრალმდებელი ბრალის დამძიმებას ითხოვს.
ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გაიხსნა

ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გაიხსნა

17.03.2015 -
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ასპინძაში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნეს.
‘მინდა, რომ შენ ციხეში იყო და იქნები კიდეცო’ – ბრალდებულის ჩვენება სასამართლოში

‘მინდა, რომ შენ ციხეში იყო და იქნები კიდეცო’ – ბრალდებულის ჩვენება სასამართლოში

16.03.2015 -
„კალანდაძეს სკამი მოაწოდეს და ჩემ წინ დაჯდა. მითხრა, აქ მე ვარ ყველაფერი, მოსამართლეც და პროკურორიც, იცოდე, მე მინდა, რომ შენ ციხეში იყო და იქნები კიდეცო. თან დაამატა, შენი ძმა რომ თურქეთიდან ჩამოვა, იმას უფრო დიდი ფაქტით მოგაყოლებ უკანო“ – დღეს, 16 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებული გიორგი კ. დაკითხეს.
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულად კიდევ ერთ პირი ცნეს

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულად კიდევ ერთ პირი ცნეს

13.03.2015 -
ხევაშენში გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის საქმეში ბრალდებულად კიდევ ერთი პირი ცნეს. მას პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებს.