FM97.5 / LIVE
'ქურდული' სიმბოლო ახალციხის სკოლის კედელზე

'ქურდული' სიმბოლო ახალციხის სკოლის კედელზე

16.07.2019 -
ახალციხეში, შოთა რუსთაველისა და ნიკო კეცხოველის ქუჩების რეაბილიტაციის შემდეგ, N5 საჯარო სკოლის ღობის კედელი ჩამოხსნეს, რის შემდეგაც, სკოლის ერთ–ერთი კორპუსის კედელზე მიხატული რვაქიმიანი ვარსკვლავი გამოჩნდა.
აბიტურიენტები გამოცდას გეოგრაფიაში აბარებენ

აბიტურიენტები გამოცდას გეოგრაფიაში აბარებენ

16.07.2019 -
დღეს, 16 ივლისს, აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს გეოგრაფიაში, ორ სესიად აბარებენ. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან მხოლოდ ერთი არ გამოცხადდა.
ცემში ხის კოტეჯი დაიწვა

ცემში ხის კოტეჯი დაიწვა

16.07.2019 -
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცემში, ხის კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

16.07.2019 -
ასპინძაში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 48 წლის კაცი დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ახალციხეში მასწავლებელმა გამოცდაზე ტელეფონიდან გადაწერა სცადა

ახალციხეში მასწავლებელმა გამოცდაზე ტელეფონიდან გადაწერა სცადა

16.07.2019 -
ახალციხის საგამოცდო ცენტრში, კომპეტენციის დადასტურების გამოცდიდან, ერთ–ერთი მასწავლებელი მოხსნეს. ტელეფონიდან გადაწერის მცდელობისთვის, მას ჯერ გაფრთხილება მისცეს, შემდეგ კი საგამოცდო პროცესი დაატოვებინეს.
ჩაბნელებული და 'უმისამართო' ტურისტული ქუჩა

ჩაბნელებული და 'უმისამართო' ტურისტული ქუჩა

16.07.2019 -
გურამიშვილის ქუჩა ახალციხეში, ისტორიული რაბათის უბანში მდებარეობს. აქ მცხოვრებლები, გარე განათების, სამისამართე აბრებისა და დასუფთავების პრობლემებზე ჩივიან. აქ მეეზოვეც სამ დღეში ერთხელ დადის.
ავანგარდი: 'მესხური ვაზი ყველა ოჯახში უნდა დაბრუნდეს' - გიორგი ნათენაძე

ავანგარდი: 'მესხური ვაზი ყველა ოჯახში უნდა დაბრუნდეს' - გიორგი ნათენაძე

16.07.2019 -
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში, 120 ღვინის კომპანიას შორის ნაათენაძის „მესხურმა წითელმა“ ბრინჯაოს დიპლომი მიიღო. მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებელი, მეღვინე გიორგი ნათენაძე გვიყვება, თუ როგორ აღადგინა ოცზე მეტი მივიწყებული ვაზის ჯიში და რატომ უნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის სავიზიტო ბარათად ადგილობრივი ღვინო იქცეს.
ასპინძაში მკვლელობა მოხდა

ასპინძაში მკვლელობა მოხდა

16.07.2019 -
დაბა ასპინძაში, 60 წლამდე კაცი ცივი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ხიზაბავრას ესკიზები [ფოტო]

ხიზაბავრას ესკიზები [ფოტო]

16.07.2019 -
ასპინძის სოფელი ხიზაბავრა ამოუწურავი სოფელია. ეს ფოტოები არ მინდოდა არქივში დარჩენილიყო, ჰოდა, გიზიარებთ.
ახალციხეში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ახალციხეში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

15.07.2019 -
ახალციხეში, "ოპელ ვექტრას" მარკის ავტომანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. მანქანაში ცოლ-ქმარი იჯდა.
ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა

ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა

15.07.2019 -
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელად ზაზა მელიქიძის მოსვლის შემდეგ, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ.
ახალციხეში ისტორიის გამოცდა დასრულდა

ახალციხეში ისტორიის გამოცდა დასრულდა

15.07.2019 -
აბიტურიენტებმა მეორე სესიაზეც გამოცდა ისტორიაში დაწერეს. დღეს, 15 ივლისს ახალციხის საგამოცდო ცენტრს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე ეწვია.
ახალციხელი ქეთევან მელიქიძე "სილქნეტს" ბოძის გადატანას სთხოვს

ახალციხელი ქეთევან მელიქიძე "სილქნეტს" ბოძის გადატანას სთხოვს

15.07.2019 -
ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე არსებულ სასტუმროსთან, "სილქნეტის" ამორტიზებული სატელეფონო ბოძი დგას. სასტუმროს მეპატრონემ, ქეთინო მელიქიძემ, მისი კუთვნილი მიწიდან ბოძის სხვაგან გადატანის მოთხოვნით, კომპანიას არაერთხელ მიმართა. ამჟერად, იგი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავა

20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ შსს-ს ერთი თანამშრომელი დააკავა

15.07.2019 -
20 ივნისის აქციის საქმეზე, შსს-ს ერთი თანამშრომელი, მოქალაქეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 15 ივლისი [ვიდეო]

შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 15 ივლისი [ვიდეო]

15.07.2019 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.
დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის

დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის

15.07.2019 -
დღეს, 15 ივლისს, დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა ორგანიზაცია "ტოლერანტმა", პროექტის – "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა" – პრეზენტაცია გამართა.
ეშტიის რეაბილიტებული გზა საზეიმოდ გაიხსნა

ეშტიის რეაბილიტებული გზა საზეიმოდ გაიხსნა

15.07.2019 -
ნინოწმინდაში, სოფელ ეშტიის საავტომობილო გზის ცხრაკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. გზა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საზეიმოდ გახსნეს.
ასპინძის რაგბის ბაზაზე მწვრთნელებისთვის სემინარი იმართება

ასპინძის რაგბის ბაზაზე მწვრთნელებისთვის სემინარი იმართება

15.07.2019 -
რაგბის ბაზაზე სემინარების წარმატებით გავლის შემთხვევაში, „ტაოს“ რვა მოქმედი მოთამაშე, მეორე დონის მწვრთნელის სტატუსს მიიღებს და შეძლებს 19 წლის ჩათვლით, ბავშვებსა და მოზარდებს რაგბში წვრთნები ჩაუტაროს.
ჭელას მეჩეთში სამხრეთის კედლის მოხატვა დასრულდა [ფოტო]

ჭელას მეჩეთში სამხრეთის კედლის მოხატვა დასრულდა [ფოტო]

15.07.2019 -
ჭელაში, მეჩეთის მიჰრაბს, იგივე სამხრეთის კედელს, საითკენაც მლოცველი ლოცვის დროს უნდა იყურებოდეს, რესტავრაცია ჩაუტარდა. თეოლოგების დახმარებით, მიმდინარეობს სალოცავის კედლების მოხატვაც.
სექტემბრიდან გოგებაშვილის 'დედა ენა' სკოლებში დაბრუნდება

სექტემბრიდან გოგებაშვილის 'დედა ენა' სკოლებში დაბრუნდება

15.07.2019 -
2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გამართა.