08.11.2018 - გადაცემაში „ექიმი გვირჩევს“ ვსაუბრობთ ენერგეტიკული სასმელების მავნებლობაზე. რა დოზით უნდა მივიღოთ ენერგეტიკული სასმელები და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ამან ჩვენს ორგანიზმს.
02.11.2018 - ახალციხის საარჩევნო ოლქმა ცხრა საჩივრიდან ერთი, ბორჯომმა – რვიდან ერთი, ახალქალაქმა – შვიდიდან სამი და ნინოწმინდამ – ორიდან ერთი საჩივარი დააკმაყოფილა. დარღვევები ოლქებში, რომლებიც რეაგირების გარეშე დარჩა.
02.11.2018 - ახალქალაქში ენმ "ოცნებას" თავდასხმაში ადანაშაულებს. "ოცნების" წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ დაპირისპირება ენმ–ს წევრების მიერ, სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა. ვის დააკლებს ხმებს მეორე ტურში ახალქალაქში განვითარებული მოვლენები, ზურაბიშვილს თუ ვაშაძეს. ნახეთ "სამხრეთის კარიბჭეს" გამოკითხვა.
01.11.2018 - გადაცემაში „ექიმი გვირჩევს“ ვსაუბრობთ ღრძილების დაავადებებზე და მკურნალობის გზებზე.
28.10.2018 - ახალციხეში, N18 პატარა პაამაჯის უბანზე აგიტატორები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რა სიებს აწარმოებდნენ, ერთ–ერთმა მათგანმა უპასუხა: „ძროხების სიებია ეს“.
28.10.2018 - ნინოწმინდის N26 ოროჯალას უბანზე დილიდან დაძაბული ვითარებაა. აქ კომისიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. უბანზე ორი საჩივარი დაიწერა. ვითარების გასაცნობად ამ წუთებში სოფელში საოლქო კომისიის წევრები მივიდნენ.
28.10.2018 - რა უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა და რა მოლოდინი აქვთ ადგილობრივებს ქვეყნის ახალი მეთაურისგან. ნახეთ რას ფიქრობენ ამომრჩევლები სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში.
28.10.2018 - ახალქალაქის N46 ბეჟანოს საარჩევნო უბანზე, კოსმიის წევრი ტელეფონით ცდილობდა გადაეღო თუ როგორ აძლევდნენ მოქალაქეები, ასევე, კომისიის წევრი, პირადობის გარეშე ხმას. უბნის თავმჯდომარემ კი მობილურზე ხელი აუკრა და გაუტეხა.
28.10.2018 - ახალციხეში, სოფელ ღრელთან, ენმ–ს წარმომადგენელმა, გადაიღო მანქანა, რომელსაც გადასატანი ყუთი გადააქვს, მანქანაზე კი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერია გამოსახული. საუბნო კომისიის წევრი ამბობს, რომ მან "მანქანაზე სააგიტაციო მასალა ვერ შეამჩნია".
26.10.2018 - არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ბორჯომში წინასაარჩევნო გარემოს "ევროპული საქართველოს" შტაბის უფროსი ბაქარ შირაძე აფასებს.
26.10.2018 - სპეციალისტების განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში აზიური ფაროსანას ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა მოსახლეობა ხშირად შეცდომაში შედის და იგი ამავე სახეობის სხვა მავნებელში ეშლება. როგორ უნდა დავიცვათ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები ფაროსანასგან და რითი განსხვავდება იგი სხვა მწერებისგან, რჩევებს სპეციალისტი აგრონომიულ საკითხებში, ლია თედორაძე მოგვცემს.
26.10.2018 - თუ გაქვთ ბევრი სხვადასხვა ფერის პატარ–პატარა ნაჭერი, შეგიძლიათ შეკეროთ ქვილთის ჩანთა. როგორ გადააბათ ნაჭრები ერთმანეთს, გაუკეთოთ სარჩული და დააკეროთ ყურები, ასპინძელი მაკა ბიბილაშვილი გასწავლით.
25.10.2018 - 2017–2018 წლებში სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ეკლესიებისათვის 1 098 166 ლარი დაიხარჯა. ამ თანხის ნაწილი ეკლესია–მონასტრების კომუნალურ ხარჯებისთვის გადაირიცხა. ნახეთ რას ფიქრობენ ამის შესახებ მოქალაქეები.
25.10.2018 - გადაცემაში „ექიმი გვირჩევს“ ვსაუბრობთ სეზონურ გრიპზე. როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან და რა აუცილებელი წესები უნდა გავითვალისწინოთ მის თავიდან ასაცილებლად.
19.10.2018 - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცხრა დღე დარჩა. როგორია წინასაარჩევნო გარემო ასპინძაში და რა ტიპის დარღვევებზე საუბრობს ოპოზიცია მუნიციპალიტეტში.
18.10.2018 - ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სამი სხვადასხვა ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა. ნახეთ რას ფიქრობენ ახალციხეში წინასაარჩევნოდ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების პრაქტიკაზე.
18.10.2018 - გადაცემაში „ექიმი გვირჩევს“ ვსაუბრობთ, ხელოვნურ თირკმელზე. როგორ ხდება თირკმელის ჩანაცვლება და რა უნდა გაითვალისწინოს მან, ვისაც ხელოვნური თირკმელით უწევს ცხოვრება.
15.10.2018 - ეთერ ბექაური წლებია მარტო ცხოვრობს, გართობის მიზნით ხატვა, 74 წლისამ დაიწყო და დღეს მისი სახლის თითქმის ყველა კედელი მოხატულია.
12.10.2018 - ოპოზიცია ადიგენში მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. როგორია წინასაარჩევნო განწყობები და გარემო მუნიციპალიტეტში. ნახეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტი“.
11.10.2018 - გადაცემაში „ექიმი გვირჩევს“ ვსაუბრობთ ნარკოტიკების მავნებლობაზე. სასარგებლო რჩევებს შსს–ს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტი, ექიმი– ნარკოლოგი მაკა სახელაშვილი გვაძლევს.