FM97.5 / LIVE
კეთილშობილი ირემი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

კეთილშობილი ირემი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

18.02.2020 -
კეთილშობილი ირემი უმთავრესად ბორჯომის და ლაგოდეხის ნაკრძალებში ჰყავთ. იგი იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დამფრთხალი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს. ფოტო ხაფანგმა კეთილშობილი ირემი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღბეჭდა.
ნინოწმინდის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

ნინოწმინდის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

18.02.2020 -
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 529,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44 923 ლარი შეადგინა.
ფოტორეპორტაჟი სოფელ გორგულიდან

ფოტორეპორტაჟი სოფელ გორგულიდან

18.02.2020 -
სოფელი გორგული ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე მდებარეობს. 2014 წელს სოფელში 155 მოსახლე ცხოვრობდა. ახლა 53 ოჯახია შემორჩენილი.
ავანგარდი: ძიუდოს ჩემპიონი ასპინძიდან [აუდიო]

ავანგარდი: ძიუდოს ჩემპიონი ასპინძიდან [აუდიო]

17.02.2020 -
საქართველოს ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ მოიპოვა, ამბობს, რომ ტატამზე გასვლის წინ, მამის გამხნევება ყველაზე დიდ სტიმულს აძლევს. გადაცემის სტუმარია 15 წლის ასპინძელი სპორტსმენი მარიამ ფოცხვერაშვილი.
ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს

ახალციხეში ფერმერს იასამნისფერი კარტოფილი მოჰყავს

17.02.2020 -
ახალციხეში, სოფელ აწყურში იასამნისფერ კარტოფილს თესავენ. უჩვეულო ფერის ბოსტნეული ნატურალურია და შხამ-ქიმიკატებს არ შეიცავს.
ვინ გახდნენ ბაკურიანის საპატიო მოქალაქეები

ვინ გახდნენ ბაკურიანის საპატიო მოქალაქეები

17.02.2020 -
„ბაკურიანობა 2020“–ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, წელს პირველად საპატიო ბაკურიანელის წოდება სპორტსმენ კობა წაქაძეს და ელექტრიკოს ვიქტორ ნაგოგას მიენიჭა.
ახალი ამბები - 17 თებერვალი [აუდიო]

ახალი ამბები - 17 თებერვალი [აუდიო]

17.02.2020 -
დღის ახალი ამბები მოისმინეთ რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" საინფორმაციო გამოშვებაში. სტუდიაში თაკო ფეიქრიშვილი მუშაობს.

‘სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას’ - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში [ვიდეო]

‘სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას’ - ჟურნალისტების აქცია ახალციხეში [ვიდეო]

17.02.2020 -
„ნუ ჩაერევი“, „სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“, „სოლიდარობა კოლეგებს“ – ახალციხეში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
თიბისი ბანკის გენერალური  დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა®

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა®

17.02.2020 -
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს და ეკონომიკის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან 2019 წელი შეაჯამა და ჟურნალისტებს გასული წლის განმავლობაში თიბისის მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრაზე თიბისის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება

ადვოკატი: ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება

17.02.2020 -
მას შედეგ, რაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებს, იგი პოლიტიკურ აქტივობას გეგმავს. მის გათავისუფლებამდე სამი დღე რჩება.
ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა

17.02.2020 -
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა 20:00-დან 08:00 საათამდე აიკრძალა.
კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

17.02.2020 -
ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 -
ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კომპანია „ნიალას“ სასტუმროს მშენებლობა შეუჩერა, ლანდშაფტი კვლავ მოსასწორებელია. კომპანია ვალდებულებას არ იღებს, სააგენტოში კი ამბობენ, რომ საქმე შესაძლოა სასამართლოს ძალით მოგვარდეს.
ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 -
„სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციამ“ ახალციხეში 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ტურნირი ჩაატარა, რომელშიც 37 მოჭადრაკე მონაწილეობდა. გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
'ოცნებამ წითელი ხაზები გადაკვეთა, ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას' - გიორგი მარგველაშვილი

'ოცნებამ წითელი ხაზები გადაკვეთა, ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას' - გიორგი მარგველაშვილი

17.02.2020 -
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.
როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 თებერვლამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესწილად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს ტემპერატურაც.
იურისტის ვაკანსია ახალციხეში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®

იურისტის ვაკანსია ახალციხეში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს’ ოფისში ®

17.02.2020 -
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ახალციხის ოფისში იურისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. განაცხადების წარდგენა 17 თებერვლამდე შეგიძლიათ.
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

ახალციხეში ავარიისას დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

17.02.2020 -
ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებულ მცირეწლოვანს თბილისში, იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

17.02.2020 -
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ასპინძასთან მოპედით დაშავებული მეორე არასრულწლოვანიც გარდაიცვალა

ასპინძასთან მოპედით დაშავებული მეორე არასრულწლოვანიც გარდაიცვალა

16.02.2020 -
მოზარდი იაშვილის კლინიკაში დღეს, 16 თებერვალს გარდაიცვალა.