FM97.5 / LIVE

სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2016
ახალციხეში, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის სხვა ოჯახში გადაყვანას რომელიც სასტიკ მოპყრობაზე ჩივის, მისი მომვლელები, რძალი და ძმისშვილი ეწინააღმდეგებიან.

სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’

სოცილაური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ,რომ სოფელ სვირში 60 ქალის სხვა ოჯახში გადაყვანას ოჯახი ეწინააღმდეგება: „ჩააცვეს, მოუარეს და ამბობენ, რომ ჩვენ მივხედავთო“.

მათი ინფორმაციით, ქალს, რომელის შესახებაც მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში სცემენ, ოჯახში საწოლი უკვე გამოუყვეს.
„ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს ქალი სხვა ოჯახში გადავიყვანოთ. დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ოჯახი დავარწმუნოთ“,– ამბობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„სამხრეთის კარიბჭე“ სოფლის რწმუნებულს ბორის შუბითიძესაც დაუკავშირდა. რწმუნებული ამბობს, რომ ქალი კარგადა: „ძალიან კარგად უვლიან, აჭმევენ, ასმევენ, ისე, როგორც ეკადრება“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 60 წლის ქალზე ოჯახის წევრების მხრიდან შესქაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს: „დანიშნულია ექსპერტიზა არის თუ არა ნაცემი, აქვს თუ არა ძალადობის კვალი და ასე შემდეგ. პასუხის შემდეგ გამოიკვეთება არის თუ არა ძალადობის კვალი“.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა 20 ივლისს მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი გამუდმებით სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

მას შემდეგ, რაც მასალა გამოქვეყნდა, საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატი, სოციალური მომსახურების სააგენტო. სოფელში ავიდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.

სოციალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ქალს ნამდვილად ესაჭიროება სხვა ოჯახში გადაყვანა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამბავი გახმაურდა, სოფელში ამბობენ, რომ ოჯახიდან ჩხუბის ხმა ჯერ აღარ გაუგიათ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები,  სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ
გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს