FM97.5 / LIVE

სოფელ სვირში ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის

მთავარისიახლე, სამართალი 22.07.2016
ახალციხეში, სოფელ სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო.

სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირინე ობოლაძის განმარტებით, ფაქტს შეისწავლიან და პრობლემის მოსაგვარებლად ყველა საჭირო უწყებას მიმართავენ.

მისივე თქმით, მათ უკვე აცნობეს სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს.

„სოციალური სამსახურის წარმომადგენელები უკვე იყვნენ ამ ქალთან და გადაიყვანენ მეორე ძმისშვილთან. ამ სახლიდან, სადაც შესაძლო ძალადობის ფაქტია, ქალს გაიყვანენ“, – ამბობს ირინე ობოლაძე.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა გუშინ მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

სოციალური სამსახური სვირში გუშინ, მასალის გამოქვეყნების შემდეგ ავიდა და უკვე გადაწყდა, რომ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ. სოციალურმა სამსახურმა ქალისთვის „მხარდამჭერის“ დანიშვნაზე დაიწყო ზრუნვა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
სვირში ხანდაზმულ ქალზე ოჯახის წევრები,  სავარაუდოდ, ისევ ძალადობენ