FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

მთავარისიახლე, სამართალი 13.07.2016
ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში მომხდარ ოთხმაგ მკვლელობაში ბრალდებულ, 24 წლის ნოდარ ა.–ს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, 13 ივლისს გაიმართა. პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა ბრალდებულისთვის პატიმრობა ითხოვა.

"მას ბრალი გაზრახ, მძიმე გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში ედება. ნოდარ ა.–მ, ქურდობის მიზნით, ღამის საათებში შეაღწია ქაჩოტიანების საცხოვრებელ სახლში. ოჯახის დიასახლისმა ო. ქაჩოტიანმა და მისმა შვილებმა შენიშნეს და გაუწიეს წინააღმდეგობა. მან, საპასუხოდ, ბლაგვი საგნით, არმატურით, თავის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, რის შედეგადაც ისინი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალნენ. შემდგომ, ნოდარ ა.–მ, კ კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გააჩინა ხანძარი, რის შედეგადაც ო. ქაჩოტიანის მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა. ამის შემდგომ ნოდარ ა.–მ დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. ბატონო მოსამართლევ, ბრალდებულის მხრივ არსებობს ფაქტობრივი და არაფორმალური საფუძვლები, რომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდოს", – განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა.

პროკურორის მოთხოვნას თავად ბრალდებული და მისი ადვოკატი ტარიელ ბალაბანაშვილიც დაეთანხმნენ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა, პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განმარტა, პროკურატურა ვარაუდობს, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა და მას თანამზრახველები ჰყავდა. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე პროკურორს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში მომხდარი დედისა და მისი სამი შვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 10 ივლისს, ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში, მეზობლებმა დედა, 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. იმავე დღეს სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით იმავე სოფელში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დააკავეს. შსს–ს ცნობით, ბრალდებული ჩადენილს აღიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის ა ქვეპუნქტით იძიებენ. აღნიშნული მუხლი გულისხმობს რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნოდარ ა.ს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა
სოფელ ვაჩიანში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმროში თავი მოიკლა
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობის ადგილზე, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება
შსს–ს ინფორმაციით, ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობის საქმე გახნილია
ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
Jnews: ახალქალაქში დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული სამი პირია