FM97.5 / LIVE

‘ნაციონალების’ დეპუტატის პროტესტი საკრებულოს სხდომებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.07.2016
„ფორსმაჟორის რეჟიმში გვიწევს საკითხების განხილვა“, – ამბობს უმცირესობის დეპუტატი მაკა სუდაძე და არგუმენტად სხდომაზე განსახილველი საკითხების დაგვიანებით გაგზავნას ასახელებს.

‘ნაციონალების’ დეპუტატის პროტესტი საკრებულოს სხდომებს

აღნიშნულის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაკა სუდაძემ, დღეს, 8 ივლისს, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, წესდების თანახმად, საკრებულოს წევრს დღის წესრიგი შვიდი დღით ადრე უნდა ეცნობოს, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება: „მუნიციპალიტეტის საკრებულოზე მუდმივად ირღვევა საკრებულოს სხდომის მომზადების წესი, ჩვენ ყოველთვის ფორსმაჟორის რეჟიმში გვიწევს საკითხების განხილვა, წინა დღეს დაგვირეკავენ ან sms-ებს გვიგზავნიან. გვიჭირს საკითხების საფუძვლიანი გავლა“.

გარდა აღნიშნულისა სუდაძე ფიქრობს, რომ დღევანდელ სხდომაზე ახალციხის გამგეობამ დაარღვია საკითხის გამოტანის წესიც, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანას ეხებოდა.

„ბიუროს სხდომაზე განვიხილეთ ბიუჯეტის ცვლილებები, სადაც 80 ათასით ნაკლები იყო იმაზე, რაც დღეს გამოიტანეს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. ახლა კი აგვიხსნეს, რომ რომ გუშინ გვიან ღამით ჩაერიცხა მუნიციპალიტეტს ეს თანხა. ეს არის დარღვევა, რადგან ჯერ იხილავს ნებისმიერ დოკუმენტს კომისია, მერე დასკვნა წარედგინება ბიუროს და მხოლოდ ბიუროს ვიზის შემდეგ შეუძლია საკითხი წარმოდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე“, – ამბობს მაკა სუდაძე.

დეპუტატებს საკრებულოს სხდომის შესახებ ინფორმაცია 7 დღით ადრე რომ უნდა ეცნობოთ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძეც ადასტურებს. იგი მომხდარს გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის.

„დაჩქარებული წესით ჩატარდა საკრებულოს სხდომა. ინფრასტრუქტურის სამინისტომ მუნიციპალიტეტს დამატებით გამოუყო თანხა და უნდა აგვესახა ბიუჯეტში. 4 ივლისს მოგვივიდა მთავრობის განკარგულება, ამის მერე დავგეგმეთ სხდომა. დეპუტატებმა იცოდნენ სხდომის შესახებ, უბრალოდ არ იცოდნენ რომელ საათზე იქნებოდა დაგეგმილი. რაც შეეხება 80.000 ლარს, ეს დამატებითი საკითხია და შეგვეძლო სხდომაზე შეგვეტანა და გვეყარა კენჭი, როგორც ეს დღეს მოხდა“, – განმარტავს ზაზა მელიქიძე.

მისი თქმით, ეს არ ეხება წინასწარ დაგეგმილ სხდომებს: „ყოველთვის შესაძლებლობების ფარგლებში იგზავნება საკითხი საკრებულოში. ჩვენგან ამ მხრივ შეფერხება არ არის ხოლმე, თუმცა მათი პოზიცია მისაღებია. შემდგოში აუცილებლად გავითვალიწინებ, რომ დროულად გადაიგზავნოს”.

მიუხედავად აღნიშნულისა, მაკა სუდაძე ამბობს, რომ მსგავსს ვითარებაში საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად აღარ დაესწრება.

„ეს პირველი არ არის და ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე, თუმცა სიტუაცია არ იცვლება“, – ამბობს იგი.

‘ნაციონალების’ დეპუტატის პროტესტი საკრებულოს სხდომებს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა უმცირესობის გარეშე
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიში უმცირესობის პროტესტის ფონზე
მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]