FM97.5 / LIVE

ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა

მთავარისიახლე, სამართალი 27.05.2016
საკუთარი მიწის სანაცვლოდ, ალტერნატიული ფართის მოთხოვნით მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა.

ელგუჯა მაზმიშვილმა სასამართლოში სარჩელი უკან შეაბრუნა

ელგუჯა მაზმიშვილმა ახალი სასარჩელო მოთხოვნით, რაიონულ სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა.

„მოთხოვნა იგივეა, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება“, -ამბობს მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

როდის გაიმართება სასამართლო სხდომა, მხარეებისთვის ჯერ ცნობილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა მაზმიშვილმა სარჩელი სასამართლოდან 10 მაისს, სასარჩელო ვადის ამოწურვის გამო გამოითხოვა.

საქმე ეხება თამარაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის ეზოში მდებარე ტერიტორიას, სადაც ახლა საბავშვო ატრაქციონია განთავსებული.

ამასთან დაკავშირებით, მაზმიშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს პირველად 2015 წლის 20 ნოემბერს მიმართა. სარჩელით იგი ოთხ უწყებას: ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს საჯაროო რეესტრს, შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს ედავებოდა. სარჩელის მიხედვით, მაზმიშვილი მათგან 2010 წელს შსს-ს მიერ, 19 კვადრატული მეტრი ფართის რეგისტრაციის გაუქმებასა და საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვდა.

თუმცა, სადავო ტერიტორიაზე მხარეები მორიგდნენ და მაზმიშვილს ალტერნატიულ ფართს შსს-ს ნაცვლად, ახალციხის მერია გადასცემს.
როგორც ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი განმარტავს, აღნიშნულზე ტექნიკური პროცედურებია დარჩენილი და მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რამ მოაგონა მოსამართლე ლონდარიძეს 'ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის მორიგება'
ელგუჯა მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა კიდევ გადაიდო
კომპენსაცია ფართის ნაცვლად – მაზმიშვილის საქმე, ახალი დეტალები
მაზმიშვილს ფართი უკვე გამოუყეს, თუმცა საქმე მაინც ვერ დასრულდა
მაზმიშვილის საქმეზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
ერთწლიანი დავის შემდეგ, ელგუჯა მაზმიშვილს  ფართს გადასცემენ
ელგუჯა მაზმიშვილი მერიისგან მიღებულ ალტერნატიულ ფართს ვერ იფორმებს