FM97.5 / LIVE
BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო, რუსეთი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

">

ჯანმო: შავი ზღვის ტერიტორიაზე ზიკას გავრცელების რისკი არსებობს

მთავარისაზოგადოება 19.05.2016
BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო, რუსეთი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

ჯანმო: შავი ზღვის ტერიტორიაზე ზიკას გავრცელების რისკი არსებობს

ჟურნალ "ლიბერალის" ინფორმაციით, ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ორსულებში ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ ხელი.

გამოცემის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია

“საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია. საქართველოში არიან გადამტანი კოღოები, მაგრამ არ გვყავს დაავადებული. ჩვენთან რისკი მოიმატებს იმ შემთხვევაში, თუ გვეყოლება ზიკა ვირუსით დაავადებული ადამიანი. ინფორმაციას ვიღებთ ყველა ახლომდებარე ქვეყნიდან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ჯერ არსად დაფისირებულა ზიკა ვირუსით დაავადების შემთხვევა. შესაბამისად, რისკები დაბალია. კოღო არის გადამტანი. თუმცა ის ვერაფერს გაიტანს, თუ ზიკა ვირუსით არავინ დაავადდა”, - განუცხადა “ლიბერალს” გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება.

"საქართველოში გვიანი გაზაფხულიდან აქტიურდება და შუა შემოდგომამდე გრძლდება დაავადებათა გადამტანი კოღოების გამრავლება. სწორედ ამიტომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები სადეზინსექციო სამუშაოებს მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში განახორციელებენ", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

რა არის ზიკა ვირუსი


ზიკა ვირუსი იწვევს საშუალო სიმძიმის ცხელებით მიმდინარე დაავადებას, რომელიც ცნობილია ზიკას დაავადების სახელწოდებით –"Zika disease". დაავადება კლინიკური სურათით გავს სხვა ფლავი ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს (დენგე, ყვითელი ცხელება, დასავლეთ ნილოსის ცხელება). ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები აღწერილია 1947 წლიდან აფრიკასა და აზიაში, ხოლო 2000 წლიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

სიმპტომები არასპეციფიურია: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, მაკულო–პაპულოზური გამონაყარი, კონიუქტივიტი. ყოველი 5 შემთხვევიდან მხოლოდ ერთში არის გამოხატული სიმპტომები, რომელიც გრძელდება 2–7 დღე. ლეტალობა არ ახასიათებს. პრევენციისათვის ვაქცინა ან სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს.

ზიკას დაავადების პრევენციული ღონისძიებებია კოღოების კბენისგან თავის დაცვა რეპელენტების, სპეციალური ბადეების მეშვეობით, გრძელმკლავიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმლის ტარება არაკეთილსაიმედო ქვეყნებში მოგზაურობისას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
მეურნე: ნოდულარული დერმატიტი [Video]
რატომ უნდა ვერიდოთ ტკიპებს - ყირიმ-კონგოს ერთი შემთხვევა ახალციხეში
დეკემბრის ბოლოდან საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას ვარაუდობენ
ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია