FM97.5 / LIVE

‘ტაო’ – რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით

მთავარისაზოგადოება 12.05.2016
სამცხე-ჯავახეთში რეგიონალური კლუბი - „ ტაო“ დაფუძნდა, პირველი სარაგბო გუნდი საქართველოში, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება მხარდაჭერილი

‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით

კლუბი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს. მუნიციპალიტეტების ნაწილმა ადგილობრივ ბიუჯეტებში რაგბის გუნდის არსებობისთვის თანხა უკვე გაწერა. თანხები 20.000–დან 25.000 ლარამდე მერყეობს.

ასპინძის სარაგბო ბაზაზე ჩამოყალიბებულ რაგბის რეგიონულ გუნდში ახალგაზრდებს რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან შეკრებენ. თითო მუნიციპალიტეტიდან, რამდენი სპორტსმენი იქნება და რა ასაკობრივი კატეგორიის გუნდი ჩამოყალიბდება, ჯერ ცნობილი არ არის.

„კლუბის დაფუძნების მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რაგბის ახალ საფეხურზე აყვანა და პოპულარიზაცია. უმნიშნელოვანესია, რომ ამ კლუბის დაარსებით საქართველოში საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას, ვინაიდან რეგიონალური კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება მხარდაჭერილი დამფუძნებელი მუნიციპალიტეტების მიერ“, – განაცხადა ‘ტაოს’ პრეზიდენტმა ირაკლი გვენეტაძემ.

უკვე შერჩეულია გუნდის ლოგო და რაგბისტების ფორმა.

‘ტაო’ უკვე წელს აპირებს საქართველოს პირველობაში ჩართვას, რომელსაც მე-2, იგივე კაცთა ‘რეგიონალური ლიგის’ 2016-2017 წლის სეზონით დაიწყებს.

რაგბის გუნდი ოფიციალურად და საზეიმოდ ასპინძაში, დღეს, 12 მაისს დაფუძნდა. ღონისძება ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის ბავშვთა გუნდების სარაგბო ფესტივალით დაიწყო და რეგიონალურ კლუბ „ტაოს“ წარდგენით გაგრძელდა.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხის მერი, ახალციხის ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ასპინძის გამგებლები დაესწრნენ.


‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
რაგბის გუნდი  "ტაო"  "ქობულეთის პონტოს"  შეხვდება
სამცხე–ჯავახეთში რეგიონული რაგბის გუნდი ჩამოყალიბდება
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს
სამცხე-ჯავახეთს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა
სამცხე–ჯავახეთში ახალი ააიპ–ი ფუძნდება, რომელსაც თანხას ყველა მუნიციპალიტეტი გამოუყოფს
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]