FM97.5 / LIVE

78 წელი სპორტის სამსახურში

მთავარისაზოგადოება 28.04.2016
ახალციხის სასპორტო სკოლა არსებობის 78 წელს ითვლის. აღზრდილი თაობები, წარმატებები და სპორტსმენები, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით გაითქვეს სახელი.

78 წელი სპორტის სამსახურში
ახალციხეში სასპორტო სკოლა 1938 წლიდან არსებობს. თავდაპირველად მას ,”ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა“ ეწოდებოდა და მისი პირველი დირექტორი არტაშეს პაზოევი იყო.

სკოლის ამჟამინდელი დირექტორი იხსენებს, რომ თავდაპირველად სპორტსკოლაში მხოლოდ 5 მიმართულება იყო: მძლეოსნობა, კრივი, ფეხბურთი, ჭადრაკი და ძალოსნობა. მოგვიანებით მას რამდენიმე მიმართულება დაემატა .

ამჟამად აქ თითქმის 10–მდე სხვადასხვა სპორტული წრეა: ძალოსნობა, კრივი, ჭადრაკი, თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, რაგბი, კიკბოქსინგი, ველოსპორტი და კალათბურთი.

78 წელი სპორტის სამსახურში

სასპორტო სკოლაში სწავლა უფასოა. სკოლას ქალაქის მერია აფინანსებს. 2016 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ახალციხის სასპორტო სკოლისთვის 176.000 ლარია გამოყოფილი.

სასპორტო სკოლაში მისვლა მესამე კლასის ასაკიდან შეიძება. ზედა ასაკობრივი ზღვარი კი დადგენილი არ არის. ამ ეტაპზე სკოლას 223 მოსწავლე ჰყავს.

"ახალგაზრდები სპორტით ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული, ჩვენც ვცდილობთ შევუქმნათ მათ შესაბამისი პირობები. ამჟამად ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად კრივი და რაგბი ითვლება. შესაბამისად, ყველაზე მეტი წარმატებაც სპორტის ამ სახეობებში გვაქვს. წლების განმავლობაში ლიდერი სპორტი იყო ძალოსნობა, თუმცა ახალი თაობა რატომღაც თავს იკავებს და არ მიყვება ამ მიმართულებას“, - ამბობს სასპორტო სკოლის დირექტორი გრიგორ ტაბატაძე.

სასპორტო სკოლაში ეამაყებათ, რომ მათ აღზარდეს 2011 წლის ევროპის ჩემპიონი კრივში ჯაბა ხოსიტაშვილი.

„ჩვენი სასპორტო სკოლის ბავშვები ყოველთვის ძლიერები იყვნენ კრივის მიმართულებაში. აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ჩემპიონატებში, გვაქვს უამრავი წარმტება და დიდ იმედებს ვამყარებთ ახალ თაობაზე“, – გვეუბნება კრივის მწვრთნელი არტურ ამბარიანი და ამატებს, რომ უახლოეს მომავალში სკოლას ახალი სავარჯიშო რინგი ექნება, – „ვფიქრობთ, რომ განახლებულ პირობებში ახალგაზრების ვარჯიში მეტად ნაყოფიერი იქნება“.

ხოსიტაშვილის მსგავსად სასპორტო სკოლაში მოკრივე ხვიჩა გიგოლაშვილი ეიმედებათ.

"ვარჯიში 15 წლიდან დავიწყე, მქონდა დიდი შემართება, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ 20 წლის ასაკში უკვე მექნებოდა ამდენი წარმატება. მე ვიმყოფებოდი სარეიტინგო ბრძოლებზე ინგლისში და იტალიაში. ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა“, - ამბობს ხვიჩა გიგოლაშვილი.

78 წელი სპორტის სამსახურში

[ეკა ბერიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნახევრადგარემონტებული სპორტსკოლა
ახალციხის სასპორტო სკოლაში შენობის კეთილმოწყობას ითხოვენ
ახალციხის სასპორტო სკოლაში სპორტული კლუბები შეიქმნება
ასპინძაში სასპორტო სკოლა ააიპ–ად გადააკეთეს – იურისტებს კითხვები უჩნდებათ
ახალციხის სპორტსკოლაში პრობლემებზე საუბრობენ
ახალციხეში საცურაო აუზი სასპორტო სკოლის მიმდებარედ აშენდება
ახალციხეში კრივის საქალაქთაშორისო ტურნირი გაიმართა [ფოტო]