FM97.5 / LIVE

მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

მთავარისამართალი 21.04.2016
საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობები აღკვეთეს
19 აპრილს,შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სგპ „კარწახის“ ტერიტორიაზე შემოსულ თურქეთის მოქალაქე გ.უ.-ს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE აღმოუჩინეს.საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.

იმავე დღეს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“. ავტომობილში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე ვ.ს. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტ APIREKS COLD FLU აღმოაჩინეს. საქმე შემდეგი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს.

კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა გუშინ, 20 აპრილსაც, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, თურქეთის მოქალაქე გ.ს.ტ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 177 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA აღმოაჩინეს.
ამავე დღეს სგპ „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ი.ს., რომელსაც კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Geralgine-k - 60 აბი. ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები „კარწახსა“ და „ვალეში“
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევა ვალეში
კარწახისა და ვალეს საბაჟოებიდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანა სცადეს
ნინოწმინდის საბაჟოდან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატის შემოტანა სცადეს
ვალეს საბაჟო გამშვებ–პუნქტზე მედიკამენტების უკანონოდ შემოტანა სცადეს
მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტები ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე
აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი ვალის საბაჟოზე