FM97.5 / LIVE

ახალციხეს კულტურის მინისტრი სტუმრობს

მთავარი 15.12.2012
არაოფიციალური ვიზიტით ახალციხეს დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ესტუმრა.

ახალციხეს კულტურის მინისტრი სტუმრობს
მინისტრს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ხითარიშვილმა უმანსპინძლა.

გურამ ოდიშარიამ პირველი შეხვედრა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის მეუფე თეოდორეს რეზიდენციაში გამართა. მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გადაინაცვლა და მესხეთის კათოლიკური ტაძრის წინამძღვარს მამა ზურაბ კაკაჩიშვილს ესაუბრა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, დანიშვნიდან რეგიონებში ეს მისი მეორე ვიზიტია.

”პირველი ვიზიტი მქონდა სვანეთში და მეორე აუცილებლად აქეთ უნდა წამოვსულიყავი, იმიტომ, რომ ძალიან მდიდარი კუთხეა ძეგლებით. ვიზიტის მიზანი არის გაცნობითი, ვსწავლობთ ვითარებას, გვინდა მოვინახულოთ ძეგლები და ვესტუმროთ მესხეთის თეატრს”, - განაცხადა ოდიშარიამ.

შეხვედრების შემდეგ მინისტრმა ახალციხის ციხე მოინახულა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი  მეუფე თეოდორეს და გუბერნატორს შეხვდა
თეა წულუკიანი ჯავახეთს სტუმრობს
სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
მეუფე თეოდორეს  რეზიდენციაში თურქეთის დელეგაციის მიღება დასრულდა
ამერიკის ელჩის პირველი ვიზიტი ახალქალაქში [Photo]
რაზე ისაუბრა მეჰმედ გორმეზიმ დახურულ კარს მიღმა მუსლიმ მრევლთან
საქართველოს პატრიარქი მესხეთს სტუმრობს