FM97.5 / LIVE

საარსებო შემწეობის მოხსნის გამო, დავით ცერცვაძე შიმშილობის დაწყებით იმუქრება

მთავარისაზოგადოება 10.03.2016
შეწყვეტილი სოციალური დახმარება და ექვსთვიანი უშედეგო მცდელობა შემწეობის აღსადგენად. უსინათლო დავით ცერცვაძე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ახალციხის ადმინისტრაციულ შენობასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

საარსებო შემწეობის მოხსნის  გამო, დავით ცერცვაძე შიმშილობის დაწყებით იმუქრება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრებ ცერცვაძეების სამსულიან ოჯახს სოციალური დახმარება 2015 წლის ოქტომბერში შეუწყდა. ექვსი თვეა დახმარების აღდგენის თხოვნით წერილი არაერთ უწყებაში გააგზავნეს, თუმცა პასუხი ყველასგან ერთნაირი მიიღეს. ოჯახს ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ერთიან ბაზაში განმეორებით რეგისტრაცია ეკრძალება. მიზეზი ოჯახის ერთ–ერთი წევრის სამსახურის დაწყებაა.

„ჩემმა შვილმა ახალციხეში ერთ–ერთ კერძო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. სამსახური სეზონურია და ხელფასს გამომუშავებით იღებს. ზოგჯერ თვეები გადის, რომ ვერ მუშაობს, მისი ხელფასით ოჯახი როგორ ვარჩინოთ“, – ამბობს დავით ცერცვაძე.

მისი თქმით, ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემებიც აწუხებს: „უსინათლო ვარ და ეპილეფსიაც მაქვს. არ ვიცი ცუდად როდის გავხდები, ამიტომ ყველგან მეუღლე დამყვება. ახალციხის სოციალური მომსახურების სააგენტოში კი ამბობენ რატომ დაგყავს შენი ცოლი, სოფელში საქმე არ გაქვს, რამე რომ გააკეთოსო? არ ვიცი რა გავაკეთო, მუდმივი მკურნალობა მესაჭიროება და ფული წამლების საყიდლადაც არ მყოფნის“

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის დავით გოგალაძის განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, ცერცვაძეებს განცხადების დაწერა 2016 წლის ოქტომბრამდე არ შეუძლიათ.

„ჩვენ არც ჩავრეულვართ და არც გაგვიგია, საგადასახადო სამსახურმა მიაწოდა ჩვენს ზემდგომს ინფორმაცია და ცენტრალურმა აპარატმა ერთი წლით შეუწყვიტა ბაზაში რეგისტრაციის უფლება. ამონაწერი არსებობს შემოსავლების სამსახურიდან, რომ რამდენიმე თვის ხელფასი დარიცხული აქვს მის შვილს. არ აქვს მნიშვნელობა ეს სეზონური სამსახურია თუ არა. შემოსავალი რომ გაუჩნდება ოჯახს, აუცილებელია შეგვატყობინონ“, – განაცხადა დავით გოგალაძემ.

დავით ცერცვაძე კი ირწმუნება, რომ ამის შესახებ სოციალურ აგენტს არ გაუფრთხილებია.

„შვილმა მუშაობა დაიწყო და სააგენტოს არ შეატყობინა, რაც მის ვალდებულებაში შედიოდა. განაცხადს როდესაც ავსებს პირი, იქ წერია, რომ ვალდებულებას იღებს ნებისმიერი ცვლილება სააგენტოს შეატყობინოს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურმა აგენტმაც მიაწოდა . რამდენიც არ უნდა იდაოს, არაფერი გამოვა, დაარღვია და შეუწყდა. უსინათლობისა და ინვალიდობის პენსიას იღებს“, – ამბობს დავით გოგალაძე.

დავით ცერცვაძე ამბობს, რომ დახმარების აღდგენის თხოვნით წერილები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის , საქართველოს პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ზაზა სოფრომაძის და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის დავით გოგალაძის სახელზე დაწერა, თუმცა უშედეგოდ. ახლა ერთადერთი გამოსავალია ყურადღება სხვაგვარად მიიქციოს.

„ვაპირებ, ადმინისტრაციული შენობის წინ დავჯდე და შიმშილობა დავიწყო. მოვითხოვ დახმარების აღდგენას და ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის დავით გოგალაძისა და მისი თანამშრომლის ნინო ნოზაძის სამსახურიდან გათავისუფლებას“, – აცხადებს დავით ცერცვაძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
კვირის აქცენტი: რა შეიცვალა სოციალური დახმარების გაცემის წესში [Video]
სამცხე–ჯავახეთს დავით სერგეენკო სტუმრობდა
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
სამცხე–ჯავახეთში ხელფასი 12 სოცმუშაკს გაეზრდება