FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'

მთავარისაზოგადოება 08.03.2016
'საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების, მშვიდობის მშენებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში', – საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს.

ომბუდსმენი: 'ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში'

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სრულიად საქართველოს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელიც, უპირველესად, ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ძალადობის აღმოფხვრისაკენ ბრძოლის საკითხებს უკავშირდება. სამწუხაროდ, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს თემებს, რომლებმაც 8 მარტის – უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია შექმნეს.

მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქალთა შრომითი უფლებების დაცვა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აკრძალვა. ასევე, თვალსაჩინოა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით არსებული უთანასწორობა. ერთი მხრივ, საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებები, ხოლო მეორე მხრივ, სპეციალური ღონისძიებების სიმცირე, ხილულ და უხილავ ბარიერებს ქმნის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისათვის.

საქართველოს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალის ხმა გადაწყვეტილების მიღების, მშვიდობის მშენებლობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებში. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ თავად ქალებს არ სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არგუმენტი მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება ეჩვენოს დამაჯერებლად, რომელსაც არ უნახავს ქალები საქართველოში - უფლებადამცველი, ლიდერი, სოფლად მცხოვრები, აქტიური ქალები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან თავიანთი თემის ყოფას.

ჩვენ გვჭირდება კვოტირების სისტემა, რომ დავძლიოთ არსებული უთანასწორობა და მოვხსნათ უხილავი ბარიერები. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან სწორედ ამ გზით მოხდება თანასწორუფლებიანობის იდეის განმტკიცება პრაქტიკულ ცხოვრებაში.

განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევა, რაც ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მათი წარმომადგენლობის ხელშეწყობას გულისხმობს. ჯერ კიდევ 1917 წელს, კატო მიქელაძე წერდა: „ქალებო, თქვენ გეუბნებიან „თვითმმართველობა უნდა გადავიდეს ხალხის ხელშიო“. სთქვით, რომ ხალხს არ წარმოადგენს მარტო მამაკაცები, რომ თვითმმართველობა ნამდვილად ხალხოსნური უნდა იყოს. წამოაყენეთ ეგ სამართლიანი მოთხოვნილება! დაიცავით თქვენი უფლება!“. ვიზიარებ კატო მიქელაძის სიტყვებს და მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქციონ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, „ხალხოსნური“ მმართველობის მისაღწევად.

ამასთან, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას კვოტირების სისტემის შემოღების მიმართ და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, საქართველოს პარლამენტს – ერთად დავუჭიროთ მხარი თანასწორობას. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში", – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახლციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
ომბუდსმენი: ქალების პოლიტიკაში ჩართულობა კვლავ გამოწვევად რჩება
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
არასამთავრობოები: კვოტირების უარყოფა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს
სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად