FM97.5 / LIVE

ახალციხეში 60–მა კურსდამთავრებულმა კუთვნილი მედალი მიიღო

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.01.2016
ქალაქ ახალციხისა და ახალციხის სოფლების საჯარო და კერძო სკოლების 60 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, დღეს, 5 იანვარს, კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.

ახალციხეში 60–მა კურსდამთავრებულმა კუთვნილი მედალი მიიღომედლების გადაცემა. 5 იანვარი, 2016წ. ფოტო: ახალციხის მერია

60 კურსდამთავრებულიდან 41 ქალაქ ახალციხის სკოლების მოსწავლეა, 19 კი სოფლების. ქალაქის სკოლების 41 წარჩინებულიდან, 27–მა ოქროს მედალი აიღო, 14–მა კი ვერცხლის, სოფლების სკოლების მოსწავლეებმა კი 9 ოქროს და 10 ვერცხლის მედალი მიიღეს. ჯამში, 60–დან 36–მა ოქროს მედალი მიიღო, 24–მა კი ვერცხლის.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაცსეს. ცერემონიას ქალაქისა და თემის პირველი პირებ დაესწრნენ. ქალაქის სკოლების მოსწავლეებს მედლები ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ, სოფლების სკოლების მოსწავლეებ კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 წელს, საქართველოს მასშტაბით, 1550 ოქროს და 960 ვერცხლის მედალი გაიცა.

„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოქროს მედალი ეძლევა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა შეადგენს 10-ს დამრგვალების გარეშე. მასთან, იღებს დადებით შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. ვერცხლის მედალი კი ეძლევა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა 9.8 ან მეტია და აქვს დადებითი შეფასება სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე და იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ოქროსა და ვერცხლის მედლები 69 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცეს
ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო
ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია
ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
20 ოქრო და 25 ვერცხლი - ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ახალციხელ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს
ახალციხელმა მძლეოსნებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს