FM97.5 / LIVE

ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა

მთავარიეკონომიკა 25.10.2015
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა "საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის 9 თვის შესრულების ანგარიში განიხილეს.

ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა

ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა და მისი სრულფასოვნად შესრულება, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის წარმატებულად განხორციელებითვის აუცილებელი მექანიზმია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ხელშწყობა; ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფა; საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიანი ფუნქციონირება; საბაზრო ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად ფერმერთა გადამზადება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებული განვითარება; სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესება; საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნა; სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესება; მოქნილი საკანომდებლო ინიციატივების შემუშავება და განხორციელება; ფერმერთა ცოდნის ამაღლება და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების გაწევა (ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება.

სამოქმედო გეგმის განხილვას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტი გორან ზივკოვი ესწრებოდა, რომელმაც სოფლად განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და ევროკავშირის გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული ანალიზი წარადგინა.

ბორჯომში გამართული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (ENPARD) და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის "სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში გაიმართა.

ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს[R]
დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა [R]
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
ახალციხეში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას განიხილავენ