FM97.5 / LIVE

კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

მთავარისამართალი » შემთხვევა 23.09.2015
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში, სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, წიწვოვან ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია.

კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე- ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომი–ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს.

"მეხანძრეები მესამე დღეა 24 საათის განმავლობაში ბორჯომი-ასპინძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, კოდიანის ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა გაჩენილი ამ დროისთვის ის ლიკვიდირებულია. წინასწარი მონაცემებით დამწვარია 5-6 ჰექტარი ტყის მასივი. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები", – განმარტავენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, ტყეში ხანძარი სამი დღის წინ გაჩნდა.

შსს–ს ინფორმაციით, რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადების გარდა ადგილზე მობილიზებული იყვნენ ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის სახანძრო სამსახურების თანამშრომლები. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. თბილისიდან ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ტაძრისთან ხანძარი ლოკალიზებულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
კოდიანის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთო
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ხანძრის სამი კერა სამცხე–ჯავახეთში – 25 სექტემბერი
ხანძრის ერთი კერა სამცხე–ჯავახეთში–27 სექტემბერი
შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია