FM97.5 / LIVE

ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს

მთავარიპოლიტიკა 12.09.2015
ახალციხეში, სასტუმრო „ბონა დეაში“ „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის წევრები და აქტივისტები სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან ესწრებიან.

ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს

“ბონა დეაში“ შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყეს სასტუმროში შეკრება პარტიის წევრებმა. რეგიონის თითო მუნიციპალიტეტიდან შეხვედრას 22 ადამიანი ესწრება.

მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ აქტივისტებს ახალციხეში გამგებლები ხვდებოდნენ. მათ თან ჰქონდათ შეხვედრაზე დამსწრეთა სიები. დარბაზში ხალხს ამ სიების შესაბამისად უშვებდნენ.

შეხვედრაზე რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის პირველი პირი, სამსახურების უფროსები, თვითმმართელობებს დაქვემდებარებული ააიპ–ებისა და შპს–ების უფროსები ესწრებიან. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებიან პარტიის სხვა აქტივისტები.

პარტიის წევრებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ხვდებიან.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ჟურნალისტებს მხოლოდ შეხვედრის დაწყებამდე კადრების აღების უფლება მისცეს.

„შეხვედრაზე განხილული იქნება სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება და პარტიის წინაშე მდგარი გამოწვევები. პარტიის ხელმძღვანელობა აქტივს გააცნობს ინფორმაციას პარტიაში მიდინარე ცვლილებების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საოლქო ორგანიზაციების გაძლიერების გეგმას, რომელიც შემუშავებულ იქნა პარტიის ცენტრალური ოფისის მიერ და რომლის განხორციელება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება“, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი დაიწყო – დახურული შეხვედრა ახალციხეში
"ქართული ოცნების" შიდაპარტიული შეხვედრა [Photo]
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
ბიძინა ივანიშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა
'ოცნებამ' ახალციხეში პარტიის თავმჯდომარე აირჩია
პრემიერი ახალციხეში პარტიის რეგიონულ კონფერენციას მართავს
გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება