FM97.5 / LIVE

მერიამ ‘ახალციხის ტბა’ გაგა ღავთაძეს ჩააბარა

მთავარიეკონომიკა 21.07.2015
გასართობი კომპლექსი ახალციხის ხელოვნურ ტბაზე მერიამ არაკომერციულ, არამომგებიან იურიდიულ პირად დაარეგისტრირა და მის ხელმძღვანელად გაგა ღავთაძე დანიშნა.

მერიამ ‘ახალციხის ტბა’ გაგა ღავთაძეს ჩააბარა

ამ პოზიციაზე დანიშვნამდე გაგა ღავთაძე ნავთობისა და გაზის კომპანიაში ზედამხედველად მუშაობდა.
„თავისი კეთილსინდისიერებით, გულისხმიერებით, მონდომებულობითა და ყველანაირი გამოცდილებით, რაც სჭირდებოდა ააიპ–ს, ისეთი ადამიანი შევარჩიეთ და დავნიშნეთ“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ააიპ–ის ბიუჯეტი ჯერ დამტკიცებული არ არის. გაგა ღავთაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ტბაზე გასართობი საშუალებების მოწყობა იგეგმება.

„ძირითადად იქნება გასართობი კომპლექსი, როგორც მოზრდილებისთვის ასევე ბავშვებისთვის, იქნება ველოსიპედები, ნავები“, – ამბობს ღავთაძე და ამატებს, რომ ბიუჯეტი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

მისივე თქმით, ნაწილი სამუშაოებისა ზაფხულის სეზონზე მოესწრება, ნაწილი კი მომავალ სეზონზე გადაიწევს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ტბა  სეზონის ბოლოს – დაპირებები და შედეგი
ახალციხის ტბა სეზონს ჩაბნელებული შეხვდა
შემცირებული სუბსიდია და გათავისუფლებული თანამშრომლები
ახალციხის ტბაზე მსურველებს თევზაობა შეუძლიათ
ქვეწარმავლები ‘ახალციხის ტბაზე’ – რას აპირებს ტბის ადმინისტრაცია [Video]
შადრევანი 'გრაფიკით' [Photo]
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა