FM97.5 / LIVE

აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.07.2015
ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. ახალციხის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 271 აბიტურიენტიდან 4 არ გამოცხადდა.

აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში აბარებენ

ინგლისური ენის გამოცდისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყო. ახალციხის საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, რომ ინგლისური ენის გამოცდის პირველ სესიაზე 271 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, აქედან საგამოცდო ცენტრში ოთხი არ გამოცხადდა. დღესვე, ინგლისური ენის მეორე სესიაც გაიმართება, რეგისტრაცია 14:00 საათზე, გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის შენობაში მიმდინარეობს. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 დიდ ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
ახალციხეში, ისევე, როგორც ყველა საგამოცდო ცენტრთან, მობილიზებულია სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ახალციხის საგამოცდო ცენტრთან, ხალხმრავლობის გამო, რუსთაველის ქუჩიდან ახალციხის ცენტრალური პარკისკენ ( და პირიქით) სამანქანო გზა გადაკეტილია. მოძრაობა შეფერხებული გამოცდების დასრულებამდე დარჩება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 000 - მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

25.09.2020 სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგამოცდო ცენტრებში უცხო ენის გამოცდა მიმდინარეობს
ახალციხეში ზოგადი უნარების გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გეოგრაფიის გამოცდაზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა
ისტორიის გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 77 მაგისტრანტობის მსურველიდან 7 არ გამოცხადდა