FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ

მთავარისაზოგადოება 26.05.2015
ახალციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გრძელდება. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს.

ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა–გაყიდვის შემდეგ, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე კონცერტი დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებს ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი", ხელოვნების სტუდია "პალიტრა", ქორეოგრაფიული ანსამბლები "მესხეთი", "ახალციხე" და "მესხი ფრთოსანი", სტუდია "სიხარული", მუსიკალური სასწავლებელი, "სომხური ახალგაზრდული ცენტრი", "შავლეგო" და "საგალობელი".

ახალციხის ციხეზე იმყოფებიან ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
ადგილობრივი ანსამბლების კონცერტის დასრულების შემდეგ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კახაბერი და ხანუმები, ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბორის ბედია, ბესიკ კალანდაძე, ირმა სოხაძე, ენრიკო ჯანელიძე და ჯგუფი – „თბილისური კვარტეტი“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
26 მაისს ახალციხეში გალა კონცერტი გაიმართება
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება