FM97.5 / LIVE

რა ცვლილებები შევიდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში

მთავარიეკონომიკა 19.02.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება.

რა ცვლილებები შევიდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში

ახალი რეგულაციების მიხედვით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა ექნება პროექტების განხორციელების შედეგად დარჩენილი ფულადი ნაშთები გააერთიანოს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტში დამატებით პროექტის დასაფინანსებლად მიმართოს.

თუ შარშან სოფლებისათვის (დაბა-ქალაქი) თანხების გამოყოფა მთავრობის განკარგულებით ხდებოდა, ახლა მთავრობის განკარგულებით თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტისთვის ხდება და უკვე ის უმტკიცებს თითოეულ დასახლებულ პუნქტს პროექტისათვის თანხას. შესაბამისად, სოფლების კრებები ახლა უკვე მუნიციპალიტეტებს წარუდგენენ ოქმებს პროექტების დასაფინანსებლად. ადგილობრივი ხელისუფლება ანაწილებს თანხებს, აცხადებს ტენდერებს, დებს ხელშეკრულებებს, ზედამხედველობს სამუშაოებს და ა.შ.

რაც შეეხება სამინისტროს ფუნქციას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაზღვრავს ძირითად პრიორიტეტებს, რომელიც ზოგად მიმართულებას აძლევს პროექტებს და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ადგენს კონკრეტული სოფლისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობას. ამასთან სამინისტროს, მსუბუქი მონიტორინგისა და რეკომენდაციების სახით, უფლება აქვს დაინტერესდეს, იხარჯება თუ არა თანხები სოფლის მიერ განსაზღვრული და მოთხოვნილი მიმართულებით.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა იცვლება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“?
2019 წლიდან 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' აღდგება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მიმდინარეობას ეცნობა
ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]
შესყიდვის რა ფორმას ირჩევენ მუნიციპალიტეტები ‘სოფლის პროგრამების’ განსახორციელებლად
'სოფლის პროგრამის' ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება