FM97.5 / LIVE

თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა

მთავარისაზოგადოება 03.02.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, პოეტისა და სახალხო მთქმელის ვასილ კვინცხაძის წიგნის „დამილოცეთ საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული ახალციხის თვითმმართველობის დაფინანსებით გამოიცა.

თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა

სახალხო მთქმელის და პოეტის ავტორობით წიგნი „დამილოცეთ საქართველო“ 120 ეგზემპლარად გამოიცა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კრებულის დასაბეჭდად 550 ლარი გამოყო.

„დიდი ხნით ადრე მქონდა გამზადებული, თუმცა ვერ მოხერხდა სპონსორის შოვნა. ახლა კი თვითმმართველობის დახმარებით წიგნი გამოიცა“, – ამბობს ავტორი.

მისივე თქმით, კრებული მცირე ტირაჟით გამოვიდა. უახლოეს მომავალში იგივე სახელწოდებით აპირებს წიგნის დაბეჭვდას და მასში ახალ ლექსებსაც დაამატებს: “ყველას არ ყოფნის, ვინც ნაცნობ–მეგობრები მყავს. არცერთი წიგნი არ გაიყიდება, დაურიგდება მოსახლეობას. მეორე ეტაპზე დახმარებას ახალციხის მერი გიორგი კოპაძე დაგვპირდა“.

წიგნის პრეზენტაციაზე იმღერეს ვასილ კვინცხაძის ლექსზე დაწერილი სიმღერები, რომელიც ადგილობრივმა გუნდმა „მესხეთმა“ შესრულა. პრეზენტაციას თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინიტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დამილოცეთ საქართველოს“ პირველი ნაწილი1997 წელს გამოიცა.

„ლექსების უმრავლესობა პატრიოტიზმის მოტივზეა შექმნილი. რასაკვირველია აქ არის ლირიკაც და სატრფიალოც. მანამდე ჩემი ლექსები სხვადასხვა გამომცემლობებში იბეჭდებოდა. 2017 წელს 80 წელი მისრულდება, ქორწინებიდან კი 50 წელი და ვაპირებ წიგნის გამოცემას, რომელსაც ექრმევა „გამოუქვეყნებელი, დაუბეჭდავი ლექსები“, – ამბობს ვასილ კვინცხაძე.

[თიინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში
ვასილ კვინცხაძის შემოქმედებითი საღამო ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა
მესხური ფოლკლორის შესახებ წიგნი გამოიცა
რომან გოგოლაურს წიგნის გამოცემას მერია დაუფინანსებს
თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
რომან გოგოლაურის წიგნის პრეზენტაცია