FM97.5 / LIVE

ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 16.12.2014
დღეს, 16 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ სამცხე–ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სკოლის პროგრამები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში

შეხვედრა,სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. მას სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და მუნიციპალიტეტების გამგებლები, მოადგილეები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ზურაბ ჟვანის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა 2014 წელს სკოლაში განხორციელებულ სამუშაოებზე და 2015 წელს დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

„მივაწოდეთ ინფორმაცია და ჩვენის მხრივ, გვინდა რომ მათაც მოგვაწოდონ ინფორმაცია რეგიონში არსებულ პრობლემებზე, რასაც შემდგომში სასწავლო პროგრამებს მოვარგებთ“,– ამბობს ქეთევან ჯაყელი და აქვე ამატებს, რომ სამცხე – ჯავახეთი სკოლისთვის ერთ – ერთი პრიორიტეტული სამიზნე რეგიონია: „უმცირესობებით დასახლებული რეგიონები სკოლისთვის ერთ – ერთი პრიორიტეტია. უმცირესობებს ვეხმარებით როგორც პროფესიულ განვითარებაში, შესყიდვებში, ფინანსურ მენეჯმენტში, საჯარო მართვასა და საქმის წარმოებაში, ასევე ვასწავლით სახელმწიფო ენას“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, რომ სახელმწიფო ენის სწავლება წარმატებულად მიმდინაროებს, ახალაქლაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა ისაუბრა: „ძალიან ძნელია, თანამშრომლების გაშვება ქუთაისში ერთ ან ორი თვით, ზურაბ ჟვანის სახელობის სკოლამ კი აიღო ვალდებულება და მოგვცა საშუალება, რომ საჯარო მოხელეების გადამზადება ადგილზევე მოხდეს. ქართული ენის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონისთვის“.

ზურაბ ჟვანის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, რვა რეგიონული სასწავლო ცენტრი აქვს. აქედან ორი სამცხე – ჯავახეთში მდებარეობს, ხუთი ქვემო ქართლში და ერთი კახეთში. მომავალ წელს კიდევ ორი რეგიონული სასწავლო ცენტრის გახსნა იგეგმება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური:სახელმწიფო ენის სწავლება სამცხე–ჯავახეთში [აუდიო]


ჯავახეთის საჯარო მოხელეებს სახელმწიფო ენას შეასწავლიან
სამცხე-ჯავახეთში საჯარო მოხელეები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან
ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს
საჯარო მოხელეები დოკუმენტაციის ელექტრონულ მართვას სწავლობენ
გადამზადებულ საჯარო მოხელეებს სერთიფიკატები გადაეცათ