FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 07.11.2014
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, სამცხე – ჯავახეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას გეგმავს.

სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

პროგრამა ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის 2013 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.

მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტია 140 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 54 მილიონი აშშ დოლარი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება.

საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მომდევო ხუთი წლის განმავლობაში და დაგეგმილია დაახლოებით 100 სკოლის რეაბილიტაცია.

აღნიშნული ეტაპისათვის დასრულებულია 2015 წელს სარეაბილიტაციოდ შერჩეული სკოლების საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციოდ განსაზღვრული სკოლები შეირჩა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ შემუშავებული და საქართველოს მხარესთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით.

პროგრამას ახორციელებს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

[Sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

54 მილიონი დოლარი სკოლების განახლებისთვის
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ
2016 წელს, სამცხე–ჯავახეთში, 10 სკოლა გარემონტდება და 3 აშენდება
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
იწყება არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს