FM97.5 / LIVE

პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

მთავარისამართალი 20.09.2014
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვაკე–საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ნინოწმინდაში პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ვაკე–საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული სურენ ჯ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ხოლო მისი ოჯახის წევრი 1952 წელს დაბადებული რობერტ ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურენ ჯ-მ ნინოწმინდაში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებისას მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მიიმალა. სამართალდამცველებმა სურენ ჯ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს: სხვადასხვა კალიბრის 7908 ცალი ვაზნა, 138 სასიგნალო ვაზნა, 3 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 1 პნევმატური თოფი, გლუვლულიანი 4 თოფი, მცირეკალიბრიანი 1 შაშხანა, 6 სასიგნალო მაშხალა, 11 ამფეთქი ფალია, 2 ხელყუმბარა, 7 სავაზნე მჭიდი, 1 ნაღმის საძებნი ხელსაწყო, 2 ღამის ხედვის ხელსაწყო, 1 სტაციონალური რაცია, 53 ცალი საშტამპო ღერო, 10 ცალი შტამპი და ავტომანქანის 11 ცალი სანომრე ნიშანი, 2 ყუთი სანომრე დამღა. ასევე ამოღებულია გერმანული წარმოების „ბე-ემ-ვეს“ მოდელის 3 და რუსული წარმოების „დნეპრის“ მოდელის 1 მოტოციკლი. მოტოციკლების წარმომავლობას გამოძიება დაადგენს.

სამართალდამცველებმა რობერტ ჯ. ნინოწმინდაში, ხოლო სურენ ჯ. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში დააკავეს. რობერტ ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

[sknews.ge]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-მ ადიგენში ორი პირი დააკავა
სამცხე–ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო იარაღი და ვაზნები ამოიღო
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს