FM97.5 / LIVE

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.04.2014
2014-2015 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა რეგისტრაცია, 23 აპრილს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია.

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება.

I ეტაპზე რეგისტრაცია 2014 წლის 23 აპრილს დაიწყება და 2 მაისს დასრულდება. ამ ეტაპზე სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია ან რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი, ონლაინ რეგისტრაცია, 2014 წლის 20 მაისს დაიწყებადა 20 ივნისს დასრულდება. ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.

მეორე ეტაპზე სკოლებში დოკუმენტების მიღება 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
III ეტაპზე რეგისტრაცია 10 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს დასრულდება.

წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
23 აპრილიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 113 პირველკლასელი დარეგისტრირდა
20 მაისიდან პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება