FM97.5 / LIVE

ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს

მთავარისაზოგადოება 12.04.2014
რა არის საჭირო რომ მოსახლეობა გააქტიურდეს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს და როგორ უნდა გახდეს მთავრობა გამჭვირვალე, ღია და ხელმისაწვდომი, - ამ საკითხებზე 12 აპრილს ახალციხეში იმსჯელეს.

ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს
„ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, საჯარო კონსულტაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

„დაახლოებით 600 ადამიანს უკვე შევხვდით. ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა მონაწილეობდეს საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორ უნდა გახდეს აქტიური; როგორ უნდა იყოს მთავრობა უფრო გამჭვირვალე, ღია და ხელმისაწვდომი. ასევე ამ თემებს შორის არის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება, საჯარო სამსახურის რეფორმა და სხვადასხვა ინიციატივები“, - განმარტავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან მიხელიძე.

საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

„ამ შეხვედრებზე ხდება იმ იდეებისა და მოსაზრებების წარმოდგენა, მოქალაქეების და თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ისინი პრაქტიკაში ხედავენ. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო აპირებს ახალი ვადებულების აღებას ღია მმართველობის პარტნიორობის პროექტის ფარგლებში. ჩვენ გვინდა, რომ სამოქალაქო სექტორისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მოქალაქეების ჩართულობა“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სულხან სალაძე.

მსგავსი შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ჯერ არ გამართულა. თუმცა, რუსუდან მიხელიძის თქმით, შესაძლებელია სამომავლოდ დაიგეგმოს.

ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს