FM97.5 / LIVE

ასპინძაში უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა ტექნიკა ‘მძევლად დაიტოვეს’

მთავარიეკონომიკა 24.02.2014
დაბა ასპინძაში, სასმელი წყლის ქსელის მშენებლობაზე დასაქმებული მუშახელი, ვიდრე კუთვნილ ანაზღაურებას არ მიიღებს, მშენებელ კომპანიას ტექნიკას არ უბრუნებს. კომპანიას ასანაზღაურებელი დაახლოებით, 45,000 ლარი აქვს.

ასპინძაში უხელფასოდ დარჩენილმა მუშებმა ტექნიკა ‘მძევლად დაიტოვეს’
შპს „აზერი“, რომელიც ასპინძაში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშაობდა, რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს კუთვნილი ტექნიკა ასპინძიდან ურეკში გადაიტანოს. სახელფასო დავალიანების გამო მუშახელი კომპანიას კუთვნილი ტექნიკის გაყვანის უფლებას არ აძლევს.

„ტრაქტორის და ამწეს წაყვანა უნდოდათ, ურეკში მიჰქონდათ სამუშაოდ, მაგრამ არ გავატანეთ. ტექნიკა რომ გავატანოთ, ფაქტობრივად ხელფასების მიღების შანსს დავკარგავთ “, - აცხადებენ შპს „აზერის“ მიერ დაქირავებული მუშები. „აზერს“ ასპინძაში მუშაობა უკვე დაასრულებული აქვს, გაფრომდა ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტიც.

შეგახსენებთ, შპს „აზერს“, რომელიც დაბა ასპინძაში სასმელი წყლის ქსელის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპს აწარმოებდა, მუშებისთვის გადასახდელი დაახლოებით 45,000 ლარი აქვს. მუშახელი ირწმუნება, რომ ვიდრე კომპანია სახელფასო დავალიანებას არ დაფარავს, ტექნიკის წაღების ნებას არ მისცემენ.

მათივე განმარტებით შპს „აზერის“ სამუშაოთა მწარმოებლისგან პირობა მიიღეს, რომ კუთვნილი ხელფასი ხვალ, 25 თებერვალს ჩაერიცხებათ.
მუშები ამბობენ, რომ თუ ხვალაც ვერ მიიღებენ ხელფასს, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში ჩავლენ და იქამდე არ წამოვლენ, ვიდრე კომპანია დავალიანებას არ დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში, ახალქალაქის სოფელ ხანდოდან, სასმელი წყლის ჩამოყვანის პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი“ საქჰიდრომშენმა“ განახორციელა, მეორე ეტაპი კი შპს „აზერმა“. საერთო ჯამში პროექტის ღირებულებამ 2.352.717 ლარი შეადგინა.

სახელფასო დავალიანების გამო შპს „აზერის“ თანამშრომლები, გასულ წელსაც რამდენჯერმე გაიფიცნენ. პროექტს სხვა ხარვეზებიც ახლდა, რის გამოც მისი დასრულება დროში გაიწელა. დასრულებულ პროექტში კი ახალმა ხარვეზებმა იჩინა თავი, რის გამოც დაბაში პრობლემა საბოლოოდ ვერ მოგვარდა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
ასპინძაში მუშები გაიფიცნენ
ასპინძაში გაფიცულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი აუნაზღაურეს
ასპინძაში მუშების ნაწილმა პროტესტი შეწყვიტა
რატომ შეფერხდა ასპინძაში წყლის მრიცხველების მონტაჟი
ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 2-მილიონიანი პროექტი ხარვეზებით დასრულდა
ასპინძელებს ჰპირდებიან, რომ ზაფხულში უწყლობა აღარ შეაწუხებთ